კულინარია

რუკოლას სალათა პომიდვრითა და მოცარელათი

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.04

რუკოლას სალათა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 50 გრამი რუკოლას სალათის მიქსი

🔸 1 ცალი ყაბაყი

🔸 140 გრამი პომიდორი ჩერი

🔸 70 გრამი ყველი მოცარელა

🔸 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 1 ჩაის კოვზი სოიის სოუსი

🔸 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 1 ჩაის კოვზი თაფლი

🔸 ცოტა გოგრის თესლი და სეზამის მარცვლები

🔸 წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი დაჭერით დიდ კუბებად და სანახევროდ შეწვით ზეთში, შიგნით ოდნავ ხრაშუნა რომ დარჩეს. გემოვნებით შეაზავეთ წიწაკით. პომიდორი გაჭერით შუაზე და შეურიეთ რუკოლას ფურცლებს. შემდეგ დაუმატეთ ყაბაყი და გრძლად გახეხილი ყველი მოცარელა. მოასხით ზეითუნის ზეთი, სოიის სოუსი, ლიმონის წვენი და თაფლი. მარილი არ ემატება, რადგან სოიის სოუსი კერძს ოდნავ მარილიან გემოს მისცემს. ნაზად ამოურიეთ და მოაყარეთ გოგრის თესლი და სეზამის მარცვლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი