კულინარია

ქათამი ნიგვზისა და ბროწეულის სოუსში

№17

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.05

ქათამი ნიგვზით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები👇

🔸1 ქათამი

🔸2 ჭიქა მოხალული და დაფქული ნიგოზი

🔸2 ჭიქა ბროწეულის მარცვალი

🔸 2 თავი ხახვი

🔸 4 სადილის კოვზი ზეთი

🔸 2 ჩაის კოვზი ყვითელი კოჭა

🔸 ცოტა ლიმონის წვენი

🔸 1 ლიტრი ქათმის ბულიონი ან წყალი

🔸 1 ჩაის კოვზი შაქარი

🔸 სუნელები

🔸მარილი და წიწაკა – გემოვნებით

🔸 ბროწეულის მარცვლები – მოსაყრელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათამი დაჭერით, წაუსვით მარილი, წიწაკა და შეწვით. ბროწეულის მარცვლები გამოწურეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ დაჭრილი ხახვი. გადმოიღეთ. დაუმატეთ ყვითელი კოჭა და შაქარი, თქვენი გემოვნებით – სუნელები. შეურიეთ ნიგოზი, ბროწეულის წვენი და 1 ჭიქა ქათმის ბულიონი ან წყალი. დააბლენდერეთ, დაუმატეთ დანარჩენი ბულიონი, აურიეთ. სოუსში ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ. მზა კერძს, სურვილისამებრ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი