კულინარია

ავოკადოსა და ჭარხლის სალათა (სამარხვო)

№18

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.05

ავოკადოს სალათა
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ცალი ჭარხალი

🔸 2 ცალი კიტრი

🔸 1 ცალი ავოკადო

🔸 1 მუჭა ნიგოზი

🔸 1 ჩაის კოვზი მდოგვი

🔸 2 სადილის კოვზი ძმარი

🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი,

🔸ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 მარილი, შავი პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჭარხალი მოხარშეთ ან აირღუმელში გამოაცხვეთ, გააცივეთ, კანი გადააცალეთ და დაჭერით კუბიკებად. ავოკადო გაარჩიეთ და ისიც კუბიკებად დაჭერით. ნიგოზი ოდნავ მოხალეთ ძალიან ცხელ ტაფაზე. კიტრი დაჭერით. პატარა თასში ერთმანეთში შეურიეთ მდოგვი, ძმარი, ლიმონის წვენი, ზეთი, ცოტა მარილი და პილპილი, მოასხით სალათას და აურიეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი