კულინარია

ფენოვანი ღვეზელი ხორცით

№15

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.04

ღვეზელი ხორცით
დაკოპირებულია

ხორციანი ღვეზელის რეცეპტი „თბილისელებისგან“👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 450 გრამი ფენოვანი ცომი (გაყინულიც შეიძლება)

🔸 400 გრამი საქონლის ხორცის ფარში

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 2 თავი ხახვი, ერთი ცალი ცხარე წიწაკა

🔸 ორი ცალი მრგვალი პილპილი

🔸 ცოტა ორეგანო, მარილი, ერთი მუჭა ქიშმიში

🔸 3 სადილის კოვზი მწვანე ზეთისხილი (კურკის გარეშე)

🔸 2 კვერცხი, რძე - წასასმელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ ზეთში, ცხელ ტაფაზე. დაუმატეთ ფარში და კარგად ჩაშუშეთ. მოაყარეთ პილპილი, მარილი, წიწაკა, ორეგანო, კარგად აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. მაგრად მოხარშული კვერცხი დაჭერით კუბიკებად, ზეთისხილი – რგოლებად, ორივე შეურიეთ ფარშში, დაუმატეთ გარეცხილი და შემშრალი ქიშმიში და კარგად აურიეთ.

ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ, ამოჭერით 12 სანტიმეტრის დიამეტრის რგოლები. თითოეულის შუაში მოათავსეთ ფარში, გადაკეცეთ და ნაპირები ლამაზად შემოუკეცეთ. დაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაზე, ზემოდან წაუსვით რძე და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი