კულინარია

ხორცი იტალიურად

№16

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.04

ხორცი იტალიურად
დაკოპირებულია

ხორცის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი რბილი ხორცი

🔸 2 თავი ხახვი, 4 კბილი ნიორი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 მარილი, შავი პილპილი

🔸 იტალიური სუნელები

🔸 3 სადილის კოვზი კეტჩუპი

🔸 1,5 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 400 მილილიტრი მაწონი (შეგიძლიათ, სახლის პირობებშიც მოამზადოთ ან მზა შეიძინოთ).

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცი დაჭერით 5 სანტიმეტრის ზომის ნაჭრებად და დაბეგვეთ სათითაოდ. მოაყარეთ მარილი, სუნელი და პილპილი. საშუალო სიძლიერის ცეცხლზე მოშუშეთ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი, კარგად აურიეთ და მოასხით მაწონი, ლიმონის წვენი, ჩაუმატეთ კეტჩუპი და ისევ ურიეთ. ამ ცხელ მარინადში ჩაალაგეთ ხორცის ნაჭრები, ისე, რომ კარგად დაიფაროს და გააჩერეთ 1 საათი მაინც. შემდეგ ხორცის ნაჭრები ამოიღეთ და საშუალო სიძლიერის ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან 20 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი