კულინარია

კარტოფილისა და ბოლოკის სალათა გია ჯაჯანიძისგან

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.03

გია ჯაჯანიძის კერძი
დაკოპირებულია

გია ჯაჯანიძე საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს👇

გურმანი არ ვარ, არც პრეტენზიული მჭამელი. სახლში რომ მივალ, რა საჭმელიც დამხვდება, იმას მივირთმევ. ვეგეტარიანელი ვარ. მიყვარს ნიგვზიანები და სალათები. თავად ვამზადებ იდეალურად. ჩემი გაკეთებული მე ხომ მომწონს და ვინც დავპატიჟე, ყველა გაგიჟდა. ჩემი რეცეპტები მაქვს, მაგალითად, შემწვარ კარტოფილს ვამატებ დაჭრილ პრასს და უგემრიელესია ან დაჭრილ ბოლოკს ვწვავ ზეთში და ბადრიჯნის გულსართს ვუსვამ, ცოტა მეტი ძმრით – ჭამით ვერ გაძღებით. შვრიის ფაფას ვაკეთებ თუ წიწიბურას, ხარშვის დროს დაფნის ფოთოლს ვამატებ და გემრიელი გამოდის. ზოგადად, ჯანსაღად ვიკვებები და წონის პრობლემა არ მაწუხებს. მინდა, გაგიზიაროთ უგემრიელესი და ამავე დროს, დაბალკალორიული და ადვილად მოსამზადებელი კარტოფილისა და ბოლოკის სალათის რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 ცალი კარტოფილი

🔸 3 ცალი ბოლოკი

🔸 1 თავი ხახვი, 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

კარტოფილი კარგად გარეცხეთ, კანიანად მოხარშეთ, კანი გადააცალეთ და დაჭერით. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, ოხრახუში და კამა კი – წვრილად. ბოლოკი თხელ ფირფიტებად. ბოსტნეული მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი, ზეთი და უგემრიელესი და უჯანსაღესი სალათაც მზადაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი