კულინარია

ბრინჯი მწვანე ლობიოთი (სამარხვო)

№15

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.04

ბრინჯი მწვანე ლობიოთი
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ჭიქა ბრინჯი

🔸 150 გრამი წვრილი მწვანე ლობიო (დაკონსერვებული)

🔸 6 ცალი ფინიკი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 თავი წითელი ხახვი, 3 კბილი ნიორი

🔸 1 სადილის კოვზი ქონდარი

🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი

🔸 მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბრინჯი მოხარშეთ, ხახვი და ნიორი დაჭერით ძალიან წვრილად. ფინიკს გამოაცალეთ კურკა და დაჭერით. სტაფილო გახეხეთ, ბულგარული წიწაკა კი დაჭერით წვრილ ჩხირებად. გააცხელეთ ტაფა და ძლიერ ცეცხლზე, ზეთში მოშუშეთ ხახვი და ნიორი. მოაყარეთ ქონდარი, აურიეთ რამდენჯერმე, დაუმატეთ სტაფილო, დაჭრილი ლობიო, ფინიკი, ბულგარული წიწაკა და ყველაფერი კარგად აურიეთ. 3-5 წუთი შუშეთ. შეურიეთ ბრინჯი, სოიის სოუსი და შაქარი. მოაყარეთ ცოტა მარილი და აურიეთ. ტაფას დააფარეთ თავსახური, სამი წუთი კიდევ დატოვეთ დაბალ ცეცხლზე და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი