რჩევები

რა იწვევს კანზე მუქი პიგმენტური ლაქების გაჩენას და როგორ უნდა მოიცილოთ ისინი

№16

ავტორი: ანი რევია 11:00 25.04

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

კანზე მუქი ლაქების გაჩენას ჭარბი რაოდენობით მელანინი იწვევს. ზოგადად, კანის პიგმენტაციის დარღვევის მიზეზია: დიდხანს მზეზე ყოფნა, რუჯის მიღება, ზოგიერთი დაავადება, ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, ორსულობა, ასაკში შესვლა ან ტრავმები.

ასაკობრივი ლაქები სახისა და გულმკერდის არეში მზის ულტრაიისფერი გამოსხივების გამო ჩნდება, რაც საგრძნობლად აზიანებს მელანინს და იწვევს კანზე მუქი ლაქების წარმოქმნას.

ამ პრობლემის მოგვარება კი სახლის პირობებშიც ადვილად შეიძლება:

* 2 ჩაის კოვზ კურკუმას დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ცოტა წვრილად დაფქული მარილი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ სახესა და დეკოლტეს არეზე. 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დილით და საღამოს, ძილის წინ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. ლიმონის წვენი წმენდს კანს, ანიჭებს სიგლუვესა და ბზინვარებას. კურკუმა აღიავებს კანის ფერს და ასევე, ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. მარილი კი ღრმად აღწევს კანის ფორებში და მას ბაქტერიებისგან ასუფთავებს. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გირჩევთ, ლიმონის წვენი რძით ჩაანაცვლოთ;

* პიგმენტურ ლაქებს ეფექტურად ებრძვის ალოეს წვენიც. მცენარის ქორფა ფოთლებს გამოწურეთ წვენი და წაისვით ლაქებზე ძილის წინ;

* კეფირი შესანიშნავად ათეთრებს კანს და ხელს უშლის ლაქების წარმოქმნას, ასევე, არბილებს და ასუფთავებს კანის ზედაპირს. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

* გაიწმინდეთ სახე ახალი კარტოფილის ნაჭრებით 3-ჯერ დღეში. ეს პროცედურა აღადგენს კანის უჯრედებს და იმავდროულად, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს;

* ყოველდღე გაიწმინდეთ სახე კიტრის ნაფცქვენით. მასში შემავალი კოლაგენი არბილებს და კვებავს კანს. ასევე, ეფექტურად აღიავებს პიგმენტურ ლაქებს. კარგია, თუ ყოველდღიურად მიირთმევთ კიტრის ახალგამოწურულ წვენსაც;

* ოხრახუში მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. მისი წვენი შეიცავს მანგანუმსა და კალიუმს. ის ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, აქრობს სიწითლეს, გაღიზიანებას. ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას, ებრძვის აკნეს და აქტიურად აღიავებს პიგმენტურ ლაქებს. ლოსიონი ასე უნდა მოამზადოთ: ოხრახუშის ფოთლები და ძირები დააბლენდერეთ. შეურიეთ 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი. ფაფა წაისვით და გაიჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამამშვიდებელი კრემი. ეს პროცედურა ჩაიტარეთ დილით და საღამოს. ის შესამჩნევად ამცირებს ფორების გაფართოებას, წმენდს კანს და აღიავებს პიგმენტურ ლაქებს. შედეგს სამ კვირაში თავად დაინახავთ;

* ბანანი გარეცხეთ, დაჭერით და კანიანად დააბლენდერეთ. დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული წყალი და დაელოდეთ გაცივებას. შემდეგ მოათავსეთ სპეციალურ კონტეინერებში და შეინახეთ საყინულეში. ამ კუბიკებით ყოველ დილით გაიწმინდეთ ის ადგილები, სადაც პიგმენტური ლაქები გაქვთ და ეფექტს მალე თავად შეამჩნევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი