პოლიტიკა

საუკუნის აფერა

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 15.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სიკვდილით გამდიდრებულები

თუმცა პანდემია ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც თავს დაგვატყდა, მაგრამ ისევ და ისევ არ მიგვიღია პასუხი კითხვებზე: საიდან გაჩნდა; უშუალოდ, ეგრეთ წოდებულმა, კორონავირუსმა შეიწირა ამდენი ადამიანი (ან შეიწირა კი?!); რა შედეგი გამოიღო ვაქცინაციამ და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვა, როგორია სტატისტიკა, მათ შორის, ნაჩქარევად და სახელდახელოდ შექმნილი ვაქცინების ზემოქმედებისა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხრიდან. უარყოფითი, ვინაიდან, სანაცნობო წრეების სტატისტიკით, აცრილებს გაუაქტიურდათ მანამდე მიძინებული დაავადებები. იმას გარდა, რომ უცნობია, კიდევ რა პროცესებს მისცა ბიძგი გაურკვეველმა ვაქცინებმა. აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, იყო თუ არა კანონიერი აცრების დაძალება და აუცრელების კეთროვნებად გამოცხადება (ჩამონათვალის გაგრძელება ლამის უსასრულოდაა შესაძლებელი).

მეორე მხრივ, ისიც საინტერესოა, რა ექსპერიმენტი ჩატარდა დედამიწის მოსახლეობაზე, რა მიზნით შეგროვდა ამდენი გენეტიკური მასალა (ვითომ კორონავირუსის დამდგენი ტესტი სხვა არაფერი იყო, თუ არა გენეტიკური მასალის აღება, რაც, კანონით, აკრძალულია, გენეტიკური მასალის მფლობელის თანხმობის გარეშე), ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდნენ თუ არა ვაქცინების ეფექტიან-არაეფექტიანობაში და რომელმა კომერციულმა ორგანიზაციებმა იხეირეს პანდემიის პროცესში ( ვგულისხმობ არა მხოლოდ ვაქცინების მწარმოებლებს).

რაკი სისხლისმღვრელი ომი გაჩაღდა (სახელად რუსეთ-უკრაინის, სინამდვილეში – დასავლეთსა და რუსეთს შორის), კორონავირუსიც დავიწყებას მიეცა (პირადად ჩემთვის დედამიწის მმართველთა „გულმავიწყობა“ სავსებით გასაგებია, საზოგადოებების გულმავიწყობა უფრო მაფიქრიანებს) და იმჟამინდელი ვითარების გაანალიზების სურვილიც უკვალოდ გაქრა (არადა, რაც ჩვენ ტაში გვაკვრევინეს).

მაგრამ ისე მოხდა, რომ გერმანიის მთავრობამ აღიარა, რომ არანაირი პანდემია არ ყოფილა; უფრო მეტიც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში საყოველთაოდ ცნობილი ურსულა ფონ ლაიენის (დღენიადაგ რომ ჭკუას გვარიგებს და გვაშინებს) საქმე ბელგიის პროკურატურამ ევროკავშირის პროკურატურას გადასცა. რატომ? მეტად მერკანტილური მიზეზით: „ფაიზერის“ ვაქცინებთან დაკავშირებით კორუფციული გარიგების ეჭვის გამო. ევროკავშირი, ვიმედოვნებ, გაერკვევა თავის შიდა ამბებში, მაგრამ ჩემთვის ის უფროა მნიშვნელოვანი, ჩვენ როდის გავერკვევით, რომ ადამიანებს ნახირივით გვექცევიან?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი