პოლიტიკა

პანდემია-ომი-პანდემია...

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 23.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ხელოვნური ჟანდარმები?!

სანამ სრულიად კაცობრიობა თუ არა, ჩვენი საზოგადოება დანამდვილებით რუსეთ-უკრაინის ომითაა გართული და მასში ჩართული (თუმცა არა თავდაპირველი შლეგური ჟინით, მაგრამ მაინც), არავის სცხელა ახალ-ახალი პანდემიებისთვის, რომლებითაც ჯერ კიდევ წინა პანდემიისას გვაშინებდნენ და იქვე დასძენდნენ, რომ შესაბამისი ორგანოები, ანუ ჯანმო მზად არ იყო პანდემიასთან საბრძოლველად (მეორე მხრივ, რაც ძალით ადამიანები აცრეს, თუ ეს ბრძოლა არ იყო, მაშინ ბრძოლის არსი პირადად მე არ მცოდნია).

ასეა თუ ისე, როგორც კი ომი მიინავლება (ჩემი აზრით), მაშინვე რაღაც ახალი ცელქი ვირუსი გამოხტება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჯანმო ამისთვის მზად იქნება. კერძოდ, მაისში ხელი უნდა მოეწეროს ჯანმოს შეიარაღებული ძალების შექმნას, რომლებმაც ჯანმოს წევრ ქვეყნებში უნდა გააკონტროლონ აცრები და პანდემიის წესების დაცვა (ერთი ისაა, რომ ჯანმოს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა მოაწერონ შესაბამის დოკუმენტს, რომ პანდემიისას ჯანმოს გადაეცეს მთავრობის უფლებამოსილებები). სიმართლე გითხრათ, ბევრი მიფიქრია, საიდან უნდა მოიყვანოს ჯანმომ ამდენი ადამიანი (შეიარაღებული ძალებისთვის) და, ვფიქრობ, ეს ხელოვნური ინტელექტის გარდა არაფერი შეიძლება, იყოს...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი