პოლიტიკა

„ძაღლის გული“

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 16.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ ღორები ჩვენი სიცოცხლისა?!

სანამ ჩვენ იმას ვარჩევდით, თუ როგორ ჩაუმონტაჟეს ღორს ტვინში ჩიპი, რის შემდეგაც მან კომპიუტერული თამაშებით გართობა დაიწყო, გაირკვა, რომ პირველი პაციენტი, ვისაც ღორის გენეტიკურად შეცვლილი თირკმელი გადაუნერგეს, საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს.

მანამდე კი, ანუ 2018 წელს, ამავე პაციენტს დონორის (ადამიანის) თირკმელი გადაუნერგეს, რაც მისმა ორგანიზმმა არ მიიღო და 2023 წელს ისევ დიალიზს დაუბრუნდა. ამის შემდეგ პაციენტმა თანხმობა განაცხადა ცხოველის თირკმლის გადანერგვაზე.

ითქვა, რომ ღორის თირკმელს ღორის ზოგიერთი გენი (ადამიანისთვის მავნეო) მოაცილეს, ხოლო ადამიანის ზოგიერთი გენი დაუმატეს (უკეთ რომ შეთავსებოდაო). თუკი ღორის ზოგიერთი გენის მოცილება პრობლემა არ არის, მე ის უფრო მაინტერესებს, ადამიანის გენები, რომლებიც დაამატეს, საიდან მოიპოვეს?! ხოლო, რაკი ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი, დავტკბეთ შედეგით, იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ბულგაკოვის რომანის („ძაღლის გული“) გმირს არ დაგვამსგავსებენ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი