კულინარია

სოკოს, ყაბაყისა და პომიდვრის სალათა თაკო ბოგველისგან

№15

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.04

თაკო ბოგველის კერძი
დაკოპირებულია

თაკო ბოგველი საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს 👇

დილით ძალიან მიყვარს ძილი, მაგრამ ხშირად ადრე გაღვიძება მიწევს. აუცილებლად ვსვამ ყავას და ვსაუზმობ. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. ჭარბ წონას არ შევუწუხებივარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დრო ყოველთვის გამოყოფილი მაქვს ვარჯიშისთვის და არ მეზარება. მართალია, როცა ადამიანს დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს, რთულია, მაგრამ ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებო. მინდა, ჟურნალ „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს გავუზიარო მარტივად მოსამზადებელი, ბოსტნეულისა და სოკოს უგემრიელესი, ჯანსაღი სალათის რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი ყაბაყი

🔸 150 გრამი ქამა სოკო

🔸 2 პომიდორი, ნახევარი შეკვრა სალათის ფურცელი

🔸 3 ნაჭერი გახუხული პური

🔸 1 ჩაის კოვზი სოიის სოუსი

🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქამა სოკო დაჭერით, გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, სოიის სოუსი, შავი პილპილი, მარილი და ლიმონის წვენი. ამოურიეთ და 30 წუთით გააჩერეთ, რათა არომატები კარგად გაჯდეს. ყაბაყი ჯერ მრგვლად დაჭერით, შემდეგ ოთხ ნაწილად და ტაფაზე ცოტა ცხიმში ორივე მხრიდან შეწვით. იმავე ტაფაზე შეწვით სოკოც. პური კუბიკებად დაჭერით და ცოტა ზეთში დაბრაწეთ. სასალათეში პირველ ფენად სალათის ფურცლები დააფინეთ, მასზე მოათავსეთ ყაბაყი, სოკო, დაჭრილი პამიდორი, ბოლოს – პური. მსუბუქად ამოურიეთ და მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი