ვილაპარაკოთ ქართულად

ნაცნობი სიტყვების უცნობი განმარტებები

№44

ავტორი: თამარ ზამთარაძე 18:00 10.11, 2023 წელი

სწორია, შეცდომაა
დაკოპირებულია

აზნაური – თავისუფალი.

აყალო – „ესე არს მიწა საპონთ მსგავსი“ (საბა); იგივე მიწის საპონი.

დივანი – დავთარი.

დიხაშხო – „ესე არს მიწა დახეთქილი და ავად გამოგვალული“ (საბა).

დოსტაქანი – ძალიან დიდი სასმისი.

ებრაელი – ებერი.

ეზო – მოხრილი გალავანი.

ეთერი – „ცეცხლი არს შემცველი ჰაერისა ცათა უდაბლესად“ (საბა).

ეკალა (ხეა) – ბურწუმელი, ღიჭი.

ელენთა – „ღორისა და თევზის ტყირპი“ (საბა).

კანჭი – ჭანგიანი ღვინო.

კანჯარი – გარეული ვირი.

ლიფი – გასანთლული ნარმა ან ფარჩა.

ლოქო – ღლავი.

მახინჯი – ხეიბარი.

მაჯლაჯუნა – „ესე სენია, ძილსა შინა წაეკიდების, ჰგონებს, ვითარმედ დააწვა ვინმე და გვიანად განიფრთხობს“ (საბა).

მივლინებული – მოციქული.

ნაკუკი – სხვადასხვა ხილის კურკების საცავი.

რაინდი – ცხენების გამწვრთნელი.

რემა – დაუჭედავი ცხენი (ამჟამად: ცხენების ჯოგი).

ურდო – მეფის ჯარი.

საბნელო – გლოვის კარავი („ქვრივის საჯდომელი“).

საფერებელი – პირფერობის სიტყვა.

სკამი – სელი.

უნჯი – საქონელი, განძი (აქედან არის ნაწარმოები სიტყვა საუნჯე).

უბირი – უმეცარი და უცნობი კაცი.

ქიმია – „არაბთა ენითგან ითარგმნება მოსაჩვენებელი“ (საბა).

ქიში (საჭადრაკო ტერმინია) – წადი.

ღატაკი – უსირცხვილო, უნამუსო გლახაკი.

ღადარი – დაუნდობელი კაცი; ამჟამად: წვრილი ნაკვერჩხალი.

ღერღეტი (ღერღედი) – ბატი.

ღვარძლი – სარეველა ბალახი; „მარცვალი მაწყინარი“ (საბა). ამჟამად: ბოღმიანი შური.

ყავა – „მარცვალია იამანური“ (საბა); (იამანი – აქატი).

ყაზილა – ძაღლი.

შროშანა (შროშანი, სოსანი) – ზამბახი.

შუმი – უწყლო ღვინო.

შურთხი (ფრინველია) – ჟრუნი.

ხოჯა – დიდვაჭარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი