რჩევები

კითხვა-პასუხი

№17

ავტორი: ანი რევია 10:00 03.05

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ყოველთვის ძვირად ღირებულ საცხებს ვიყენებ, რომლებსაც აწერია, რომ უსაფრთხოა. თუმცა, სახის კანს ხშირად არ ვიწმენდ, უბრალოდ წყლით ვიბან. ახლახან შევამჩინე, რომ სახის კანი პრობლემური გახდა. შესაძლოა, ეს გაუწმენავ სახეზე წასმულ საცხს გამოეწვია?

პასუხი: გასაწმენდ კანზე საცხის წასმა დაუშვებელია, რადგან ფორები დახურულია და რაც არ უნდა ძვირად ღირებული საცხი შეიზილოთ, სასარგებლო ნივთიერებები კანში ვერ შეაღწევს. ცუდად გაწმენდილი სახის კანი კი მიდრეკილია აკნესა და ანთებისკენ. თუ კანის ცხიმი, მტვერი და კოსმეტიკის ნარჩენები ერთმანეთში აირევა და მათ სახიდან დროულად არ მოიშორებთ, კანზე პრობლემები გარდაუვალია.

კითხვა: მართალია, რომ ზედმეტად თბილი წყლით სახისა და დეკოლტეს ზონის დაბანა ნაადრევ ნაოჭებს იწვევს?

პასუხი: სახისა და დეკოლტეს კანის დაბანამდე აუცილებელია, წყლის ტემპერატურის დარეგულირება, რომ წყალი არც ძალიან ცხელი იყოს და არც ძალიან ცივი. გრილი ტემპერატურა კი მისაღებია. ზედმეტად თბილი წყალი აზიანებს კანის დამცავ ნაწილს და აშრობს დერმის ზედა ფენას, რაც ნაადრევი ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი