პოლიტიკა

პოლიტიკური გაცვლა

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 15:05 23.11, 2020 წელი

სომხეთ აზერბაიჯანი
დაკოპირებულია

ყარაბაღის სანაცვლოდ აფხაზეთი?!

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი დასრულდა და რფ-მ, ფაქტობრივად, უკვე მიაღწია მიზანს, ანუ სამხრეთ კავკასიაში კიდევ ერთ წერტილში – კონკრეტულად ყარაბაღის ავტონომიასთან – განალაგა საკუთარი სამხედრო კონტინგენტი და მერე რა, რომ სამშვიდობოების მანდატით. ვინ-ვინ და ჩვენ კი ვიცით, როგორ სამშვიდობოობს რუსთა ჯარი. ამასობაში კი ჩვენებურმა აფხაზმა სეპარატისტებმაც გამოიდეს თავი.
უფრო ზუსტად, ახრა ავიძბამ, დე-ფაქტო აფხაზეთის, ეგრეთ წოდებული, პრეზიდენტის საერთაშორისო საკითხებში ყოფილმა „თანაშემწემ“, სოციალურ ქსელში ბრძანა, რომ აფხაზეთმა დერეფანი უნდა გაუხსნას სომეხ დევნილებს მთიანი ყარაბაღიდან.
მომყავს ციტატა: „რთულ ვითარებაში ჩვენ ვალდებული ვართ, დახმარების ხელი გავუწოდოთ ადამიანებს, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ისტორიის განმავლობაში.“ შესაბამისად, ახრას აზრით, აფხაზეთის სომხურმა დიასპორამ ამ მოთხოვნით უნდა მიმართოს „პრეზიდენტს“, აფხაზმა საზოგადოებამ კი მხარი დაუჭიროს. აქვე შეგახსენებთ, რომ ხსენებული ავიძბა დონბასის ომის მონაწილეა, მეტიც – თვითაღიარებული დონბასის სახალხო რესპუბლიკის გმირიცაა.
მოვლენები კი ასე ვითარდებოდა: 7 აგვისტოს ის არ დაემორჩილა რუსი მესაზღვრეების მოთხოვნას და ძალით შევიდა ფსოუდან აფხაზეთის ტერიტორიაზე, 2 ოქტომბერს ის დააკავეს და სოჭის სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობაც მიუსაჯა. მას შემდეგ ავიძბა სოჭშია და იქიდან უწევდა ორგანიზებას აფხაზეთიდან მოხალისეების ყარაბაღში გადაგზავნას. 6 ნოემბერს აფხაზეთში დაბრუნდა, 9-ში კი გადადგა, რაკი (კვლავ ციტატა მომყავს): „საერთო საქმის რწმენა დაკარგა“.
ხოლო, თუ გავიხსენებთ მის ამ ბოლო ინიციატივას, ყარაბაღიდან დევნილების მიღების შესახებ, სავარაუდოა, რომ ამჯერად მისი გზა ანტიაფხაზურია: იმიტომ რომ აფხაზებზე უკეთ არავინ იცის, რომ მალე ეთნიკური სომხები ეთნიკურ აფხაზებს გადააჭარბებენ რაოდენობით, ეს კი იმასაც შეიძლება, ნიშნავდეს, რომ რუსეთი სომხეთისთვის ყარაბაღის კომპენსაციას აფხაზეთით აპირებდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი