პოლიტიკა

მოერიდეთ საზოგადოებრივ ადგილებში სარკეში ჩახედვას

ავტორი: ლუკა ნემსაძე 16:11 12.11, 2020 წელი

ასტროლოგი მიხეილ
ცაგარელი
დაკოპირებულია

სარკე უძველესი დროიდან მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ, მისტიკურ და მაგიურ საგნად. როცა სახლში მიცვალებულია, სარკეს ფარავენ, რათა მასში გარდაცვლილის სული არ ჩასახლდეს. სარკეს იყენებენ მარჩიელობისთვის და „იმქვეყნად“ დასაკავშირებლად. ცუდის ნიშანია სარკის გატეხვა, გაბზარვა. ცუდი მოვლენებისგან დასაცავად სარკე ხშირად უნდა გაწმინდოთ წყლით და მის წინ სანთელი მოატაროთ. სხვადასხვა ქვეყანაში, სახლში სარკის განთავსების საკუთარი ტრადიცია არსებობდა, რომელსაც დღესაც ბევრგან იცავენ. მაგალითად, აღმოსავლეთში სარკეს სახლის შესასვლელში ჰკიდებდნენ, რათა უარყოფითი ენერგია სარკეში ასახულიყო და შენობაში არ შეეღწია. ევროპაში სარკეებს ფანჯრებში ათავსებდნენ, რათა მათ ცუდი მეზობლის „ავი ფიქრები“ ან ის ნეგატივი აესახათ, რომელიც მოდიოდა ახლო მდგარი „მავნე“ შენობებიდან, საავადმყოფო იქნებოდა ეს თუ საპატიმრო.
სარკე, ისევე, როგორც ყოველი ნივთი, გარშემორტყმულია უხილავი ველით. ზოგ სარკეს დადებითი ენერგია აქვს, ზოგს – უარყოფითი, განსაკუთრებით, თუ მათ წინ ხდება ჩხუბი, ძალადობა ან მკვლელობა. „სარკის დარტყმას“ ადამიანის ენერგეტიკის დაზიანება შეუძლია. სარკეს თავისი მეხსიერებაც აქვს, ამიტომ გარკვეულ პირობებში მის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია სარკიდან გადმოედინება და ადამიანზე ახდენს ზემოქმედებას. რადგან, სარკე ყველაფერს აორმაგებს, ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ მასში არ აისახოს ნეგატიური ენერგია ან საგნები, მაგალითად, ნაგვის ყუთი, ძველი, უსარგებლო ნივთები და, რაც მთავარია, ჩხუბი, უარყოფითი ემოციები, რადგან ეს ნეგატიური განწყობები ადამიანს გაორმაგებული უბრუნდება. გატეხილი ან გაბზარული სარკე კი სახლში არ უნდა გააჩეროთ. როდესაც სარკე ტყდება, მასში დაგროვილი უარყოფითი ენერგია გარეთ გამოდის და უხილავი ენერგეტიკული ნაკადების სახით, ოთახებში იფანტება. ასე რომ, არ დატოვოთ სახლში თუნდაც ოდნავ გაბზარული, ან სიძველისგან ლაქებგაჩენილი სარკე; არ დაკიდოთ სარკე საძინებელ ოთახში ისე, რომ მასში მძინარე ადამიანი აისახოს, რადგან ძილის დროს ადამიანის ასტრალური სხეული ფიზიკურს ტოვებს და ამ დროს ის ყველაზე დაუცველია; არ დაკიდოთ სარკე აბაზანაში; არ დაანახვოთ სარკეს უარყოფითი ემოციები, რადგან ის შემდეგ ამ ემოციებს ორმაგად დაგიბრუნებთ; მოერიდეთ სარკეში ჩახედვას საზოგადოებრივ ადგილებში.
ზოგადად, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს, კონკრეტული გეომეტრიული ფიგურის სარკე შეესაბამება. მაგალითად, მრგვალი, ოვალური ან კვადრატული ფორმა, ზოდიაქოს იმ ნიშნებს შეესატყვისება, რომელთა სტიქიაც წყალი და მიწაა. ოთხკუთხედი, მაგრამ არაკვადრატული ფორმის სარკე სასურველია მათთვის, ვისი სტიქიაც წყალი ან ცეცხლია. თაღისებრი ფორმის სარკე, წყლის ენერგიასთან არის ახლოს. სამკუთხედი ფორმა კი მიესადაგება ადამიანებს, ვისი სტიქიაც ცეცხლი ან მიწაა.
სარკე სხვა სამყაროში გადასასვლელი ერთგვარი კარია და თავად ადამიანებზეა დამოკიდებული, რომ ეს იდუმალი კარი სწორად და ფრთხილად გააღონ. სარკე, ასევე, პარალელური სამყაროების კარიბჭედ მიიჩნევა. ასე რომ, გირჩევთ, ყურადღებით და სწორად მიუდგეთ სახლში, კედელზე დაკიდებულ სარკეებს, რადგან ის ინფორმაციას ინახავს და რაც უფრო დიდხანს გაქვთ ის სახლში, მით მეტ ინფორმაციას „იწოვს“ თქვენგან, უფრო კარგად „გეცნობათ“ და, შესაბამისად, იცის, როგორ დაგიცვათ, ან, პირიქით, მიგანიშნოთ მომავალ საფრთხეზე. დიდი შანსია, ცუდი ამბები აიცილოთ თავიდან, თუ სარკეს ენერგეტიკულად ხშირად გაწმენდთ. ნეგატიური ზემოქმედებისგან კი სარკეს ყველაზე კარგად ახალი მთვარის ენერგიით დამუხტული წყალი წმენდს: ახალი მთვარის დროს, ღამის 12 საათზე, ჩაასხით ჭურჭელში წყალი, ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი მონეტა, მაგალითად, ოცთეთრიანი და დადგით ფანჯრის რაფაზე. ღამით, მთვარის შუქზე, წყალი მთვარის ენერგიით დაიმუხტება. დილით ამ წყლით დაასველეთ უხმარი თეთრი ქსოვილის ნაჭერი და გაწმინდეთ ყველა სარკე, რომელიც სახლში გაქვთ. მონეტა კი ამ ქსოვილში გაახვიეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ, რათა ღამით კოშმარულმა სიზმრებმა არ შეგაწუხოთ. მეორედ გაწმენდის დროს, ის ნაჭერი აღარ გამოგადგებათ, მონეტა კი იგივე უნდა იყოს. ყოველ ახალ მთვარეზე ასეთი წესით გაწმენდილი სარკე ენერგეტიკულად სუფთავდება და თქვენთვის დადებითი ემოციებისა და წარმატებების მომტანი გახდება. მას შეუძლია, ადამიანი მოსალოდნელ უბედურებასა და ხიფათს აარიდოს. ასევე, შესწევს უნარი, გახსნას ჩაკეტილი ბედ-იღბალი, უბედურებისგან იხსნას ადამიანი და წარმატებებისკენ უბიძგოს. ის თავის თავზე იღებს უარყოფითი ენერგიების შემოტევას და იმის ძალაც შესწევს, აქტიურად ებრძოლოს მას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი