პოლიტიკა

აღიარა თუ არა გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად, რომ კოვიდპანდემია არ არსებობდა

№16

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 24.04

ფატი კიპაროიძე
დაკოპირებულია

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობამ აღიარა, რომ არანაირი პანდემია არ ყოფილა. ამასთან, ვაქცინების საქმეზე ევროპარლამენტარების კორუფციაში გარევის საქმეცაა აღძრული. პანდემიით რომ კაცობრიობის რეაქცია მოისინჯა, ვფიქრობ, უკვე ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვისაა ნათელი, თუმცა ტესტირებებიც გრძელდება და კოვიდის სახელიც ხშირად გვესმის (ყველანაირ სეზონურ გრიპს კოვიდის იარლიყი მიეწება). არასამთავრობო ორგანიზაცია „ემი ჯგუფის“ თავმჯდომარე ფატი კიპაროიძესთან ერთად ვისაუბრებთ პანდემიების, ვაქცინებისა და უკვე მომხდარი და სამომავლო სამედიცინო აფერების შესახებ.

– რა მოხდება, თუ რომელიმე ქვეყნის მთავრობა მართლაც აღიარებს, რომ პანდემია დიდი ბლეფი იყო?

– მე დავუკავშირდი გერმანიაში ადგილობრივებსაც და ქართველებსაც, რომლებიც აქტიურობდნენ პანდემიის პერიოდში და მათ არაფერი იცოდნენ, თუ მსგავსი აღიარება ოფიციალურად მოხდა რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან, ამას ნამდვილად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ვფიქრობ, ჯანმო ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს დოკუმენტი არ გავრცელდეს და არ გახდეს ცნობილი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოვიდპანდემიის წინააღმდეგნი იყვნენ.

– ლინქი, რომელიც გვამცნობდა, რომ გერმანიის მთავრობამ აღიარა პანდემიის ხელოვნურობა, „ფეისბუქმა“, ჩვეულებისამებრ, უკვე შეაფასა, როგორც მცდარი ინფორმაცია.

– დიახ, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ყველა თემა, რომელშიც საღი აზრია, „ფეისბუქის“ მიერ ფასდება, როგორც მცდარი. მოდი, დავიწყოთ თავიდან: ვიდრე „ემი ჯგუფი“ ჩამოყალიბდებოდა, გუნდურად ვმუშაობდით და გვქონდა კავშირი ევროპის ქვეყნების ექიმებთან, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ტესტირებას, ვაქცინაციას და არ ეთანხმებოდნენ, რომ არსებობდა პანდემია. წარმოიდგინეთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანმოს არ ჰქონდა პანდემიის გამოცხადების უფლება, ჯანმო იძულებული გახდა, დაეწყო მუშაობა, თუ როგორ გამოეცხადებინა პანდემია. როდესაც აღიარებ, როგორც ორგანიზაცია, რომ პანდემიის გამოცხადების უფლება არ გქონდა, მაგრამ ახლა ვამზადებთ შესაბამის დოკუმენტსო და ამ დროს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა დებს დასკვნას მთავრობის დონეზე, რომ ეს არ იყო პანდემია, ეს, ხომ, ნიშნავს, რომ უნდა დადგეს, სულ მცირე, ჯანმოს გაუქმების საკითხი?! მით უმეტეს, ახლა, როდესაც მაისში ძალიან მნიშვნელოვანი შეკრებაა და კაცობრიობის ბედი წყდება. მოგეხსენებათ, ჯანმოს შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი ჯანმოს წევრმა ქვეყნებმა. ძალიან არ მინდა, რომ საქართველომ მიიღოს ამაში მონაწილეობა. თუ ამ დოკუმენტს, რასაც თქვენ ამბობთ, გაგრძელება მოჰყვება და, ვფიქრობ, ის უნდა გავრცელდეს არა მარტო მოსახლეობისთვის და სოციალური ქსელის საშუალებით, არამედ ოფიციალურ დოკუმენტად, ეს უნდა იყოს მოცემულობის დასაწყისი, რომ ყველა ქვეყანამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს. დავუშვათ, საქართველომაც ვაღიარეთ, რომ არ ყოფილა პანდემია, მაშინ რა ვუყოთ იმ 17 000-ს გარდაცვლილს, რომლებიც შეეწირნენ ამ ცრუ პანდემიას?! სახელმწიფომ რომ ეს აღიაროს, ის ვალდებული იქნება, ყველა გარდაცვლილის ოჯახს დაურიგოს კომპენსაცია და ის არ იქნება მცირე ოდენობის თანხა. მეორე მხრივ, დგება ვაქცინირებულების საკითხი. თუ დავაკვირდებით, ძალიან იმატა ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტებმა.

– თან, მოულოდნელად.

– დიახ, მოულოდნელად. გარდაცვალების მიზეზს კი არავინ კითხულობს.

– ამ მხრივ, ძალიან მძიმედაა ჩვენი სტატისტიკის საქმე. ჩვენ არ ვიცით ქვეყანაში გარდაცვალების რეალური მიზეზები, რომ ამაზე აეწყოს ჯანდაცვის სისტემა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

– გეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენი ჯგუფის წევრი, გიორგი ლილუაშვილი, ამ სტატისტიკას მუდმივად სწავლობდა როგორც საქართველოს მონაცემებს, ისე გაეროს მონაცემებს საქართველოს შესახებ და ეს მონაცემები იმდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, თითქოს ორ სხვადასხვა ქვეყანას ეხებოდა. ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ: თუ პანდემია არ ყოფილა, ვაქცინაცია იყო ადამიანის უფლებების დარღვევა. ვინც არ აიცრა, გაათავისუფლეს სამსახურიდან თუ არადა აიძულეს აცრა, რასაც მოჰყვა ბევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ასევე, მოსახლეობის მოსყიდვად უნდა ჩაითვალოს, როდესაც პენსიონერებს თანხას ურიგებდნენ აცრის სანაცვლოდ. ეს სახელმწიფო დანაშაულია და არა მხოლოდ სისხლის სამართლის. ძალიან ბევრი აცრილი დაიღუპა და ამის აღიარება, ფაქტობრივად, კოლაფსს გამოიწვევს. ვინც აქამდე ხმას არ იღებდა, ხმას ამოიღებენ, მაგრამ, დამერწმუნეთ, საქართველოში ამას არავინ აღიარებს. მით უმეტეს, ახლა, როდესაც გამყრელიძე აღარ არის თავის თანამდებობაზე. გეტყვით ერთ ძალიან საინტერესო ამბავს: რამდენიმე თვის წინ, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, აღმაშენებლის გამზირზე, გამყრელიძის არასამთავრობო ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციასთან ერთად აყენებდა დანადგარს სკოლის შესასვლელში და ყველა მოსწავლეს უნდა გაევლო ამ დანადგარის წინ, რომ მომხდარიყო სკანირება. თითქოს ეს იყო აპარატი, რომელიც ამოწმებდა სკოლაში ჰაერის დაბინძურებას და როგორ მოქმედებდა ეს დაბინძურება ბავშვების ჯანმრთელობაზე. როდესაც გამოვითხოვეთ საბუთები, აღმოჩნდა, რომ არც ჯანდაცვის და არც განათლების სამინისტროებში არავინ არაფერი იცოდა და ერთმანეთთან გადაგვამისამართეს. ამასობაში ვაიძულეთ, რომ გამყრელიძის არასამთავრობო ორგანიზაცია გასულიყო სკოლიდან.

– სკოლის დირექციასთან დადეს შეთანხმება?

– დიახ, სკოლის დირექციას მიმართა გამყრელიძემ და უთხრა, რომ ამის უფლება ჰქონდა და ეს კვლევა შეთანხმებული იყო როგორც განათლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროსთან. „ემი ჯგუფის“ წევრები, ლევან ჩხიკვაძე და გიორგი ლილუაშვილი, მაშინვე წავიდნენ სკოლაში. ესაუბრნენ სკოლის დირექციას, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს.

– რა აპარატი იყო?

– რეალურად არავინ იცის, რას ასკანერებდა ის აპარატი. თბილისში რომ ვინმეს ჰაერის დაბინძურება გაუკვირდება, სასაცილოა.

– როგორც ვიცი, თბილისის ოთხ უბანში დგას სადგურები, რომლებიც ჰაერის დაბინძურების ხარისხს ადგენენ.

– დიახ და სკოლაში რატომ უნდა დაედგათ, ვერ გავარკვიეთ. ახალი წლის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლებში უნდა დაწყებულიყო ბავშვთა ვაქცინაცია. ქალბატონი თამარ გაბუნია გამოვიდა ტელევიზიით და განაცხადა, რომ არანაირი კლასიკური ვაქცინა – მხოლოდ „ფაიზერითა“ და „მოდერნით“. მშობლები გვეხვეწებიან, დროზე შემოიტანეთო. სკოლებში უნდა დაეწყოთ ვაქცინაცია პაპილომა ვირუსზე, კოვიდზე და ასე შემდეგ. თურმე, ექვსი წლიდანაა დასაშვები ამის გაკეთება.

– პაპილომა ვირუსზე აცრა ექვსი თვიდან?

– ადრე თუ 12-14 წელი იყო განსაზღვრული ამ აცრისთვის, ახლა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელიო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მშობლებს ხელშეკრულებები დაურიგეს ხელმოსაწერად, რაც სკოლას, სკოლის ექიმებს ბავშვებისთვის ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარების უფლებას ანიჭებდა. სამი წელია, ვმუშაობთ ამ ხელშეკრულების დაკორექტირებაზე და ძალიან ბევრმა სკოლამ ითანამშრომლა. ის ტენდენცია, რომ მშობლებს არ აძლევდნენ ხელშეკრულებებს, დამთავრდა: მშობლებს მიაქვთ ერთი პირი, მეორე პირი კი რჩება სკოლას. მოკლედ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ბავშვთა ვაქცინაცია საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე ყოფილიყო და გაეკეთებინათ ის, რაც მაშინ ვერ გააკეთეს. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ვინმე მიიღებს დოკუმენტს, რომ პანდემია ცრუ იყო?! მაგრამ, ვფიქრობ, თუ მსგავსი დოკუმენტი იქნება, ევროპის ქვეყნები არ გაჩერდებან, განსაკუთრებით, იტალია და საბერძნეთი. მით უმეტეს, რომ ფლორენციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია იყო ადამიანის უფლებების დარღვევა და არ იყო გამოწვეული აუცილებლობით. თუ დღეს არსებობს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება, მსგავსი დოკუმენტი უნდა გამოიყენონ ჯანმოს დასასრულის დააწყისისთვის.

– შეიძლება, ვცდები, მაგრამ მე მგონია, რომ არც ევროპის სახელმწიფოებს აქვთ ძალა, შეეწინააღმდეგონ იმას, რაც ხდება.

– გასაგებია, მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს: ჩვენ ცოცხალი ადამიანები ვართ. თუმცა, მას შემდეგ, რაც პირადი ნომრები მოგვანიჭეს, დავკარგეთ თავისუფლების რაღაც ხარისხი და შეიქმნა ჩვენი კონტროლის ძალიან დიდი მექანიზმი. საქართველოში გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან, რაც ჯანმოს წევრი ქვეყანა გავხდით, ძალიან ბევრი რამ მოგვახვიეს თავს და ამაზეც არავინ იღებს ხმას. მაგრამ, თუ იქნება ხალხის ნება და ხალხი ერთად დადგება, მათ ვერავინ მოერევა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ყველაფერი გააკეთეს ხალხის დასამონებლად.

– გამკვირვებია სკოლის დირექტორის, რომელმაც სიტყვაზე დაუჯერა გამყრელიძეს ან ნებისმიერ სხვას და არ მოსთხოვა დოკუმენტაცია, ჰქონდა თუ არა იმ კვლევის ჩატარების უფლება; გამკვირვებია მშობლის, ვინც ისე აწერს ხელს რაღაცას, რაც მის შვილს ეხება, რომ არ კითხულობს.

– საქმეც ისაა, რომ უმეტესწილად, არავინ არაფერს კითხულობს. მაგრამ არსებობენ სკოლის დირექტორები, რომლებიც გეგმიური აცრების წინააღმდეგიც კი არიან და მათ სკოლებში ბავშვთა უფლებები სრულადაა დაცული. ამას წინათ, ჯანმოს ეგიდით, სეუში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი ყველა სკოლის არა მარტო ექიმებისა და ექთნებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც. ტრენინგი ეხებოდა აცრებს და რესურსცენტრების წარმომადგენლები პირდაპირ ეუბნებოდნენ, უნდა დავიწყოთ მშობლებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების პროგრამა, რომ აუცილებლად გაიკეთონ ვაქცინა ბავშვებმა. ანუ ისეთივე ტენდენცია უნდა განვავითაროთ, როგორიც იყო კოვიდის დროს პანიკის დათესვა. მათი მიმოწერა გვქონდა – კონფიდენციალურად გადმოგვიგზავნეს. ჩავწერეთ ლაივი, მოვუწოდეთ მშობლებს, ყურადღებით ყოფილიყვნენ და არ წამოგებოდნენ ამ ანკესზე. თუმცა, ეს პროცესი ისევ გრძელდება, ოღონდ სხვა ხერხებით და არა აშკარად. ამასთანავე, ორიოდე კვირის წინ გავიდა სატელევიზიო გადაცემა იმის შესახებ, თუ როგორ დგას კულუმბეკოვი ქუჩაში სტუდენტებთან ერთად და ქუჩაშივე ცრის ახალგაზრდებს.

– რის საწინააღმდეგოდ ცრიდა?

– გრიპის ვირუსის. წარმოგიდგენიათ, ქუჩაში ცრის! მაგრამ მარტო ერთ ადამიანს ძალა არ აქვს, ამას სჭირდება ხალხის გამოფხიზლება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი