მედიცინა

ფინიკის სამკურნალო თვისებები

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.03

ფინიკი
დაკოპირებულია

ბოლო წლებში მკვლევრები და ექიმები ფართომასშტაბიან კვლევებს ატარებენ ფინიკის (ინდური ხურმა) შესახებ. როგორც აღმოჩნდა, საკმარისია დღეში 3 ცალი ფინიკის მირთმევა და ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. გარდა ამისა, ფინიკი ენერგიის მომატების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

დიეტოლოგებისა და მეცნიერების ერთობლივმა კვლევებმა ცხადყო, რომ თუ დღეში ადამიანი 10 ცალ ფინიკს შეჭამს, მისი ორგანიზმი მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის დღიური მარაგით უზრუნველყოფილი იქნება 100 პროცენტით, რკინის – 50 პროცენტით, კალციუმის – 25 პროცენტით. აფრიკის უდაბნოში მცხოვრებ ტომებს დღის რაციონში აქვთ ფინიკი და გარკვეული რაოდენობის წყალი. ეს მათ აქტიური ცხოვრებისთვის სრულებით ჰყოფნით. ფინიკის მიღების დღიური ნორმაა 3-5 ცალი, ბავშვებისთვის – 1-2 ცალი.

ფინიკი ქალებისთვის

* ფინიკი სასარგებლოა ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის პერიოდში. ნაყოფი შეიცავს კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, რკინას, რაც მომავალ დედებს ეხმარება ანემიასთან ბრძოლაში და გულის გამაგრებაში;

* ოქსიტოცინი ეხმარება მშობიარობის პროცესის ნორმალურად წარმართვაში და მინიმუმამდე დაჰყავს სისხლის დაკარგვა;

* ფინიკი დადებით გავლენას ახდენს ნაყოფის, კერძოდ, ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაზე;

* თუ უკუჩვენება არ არის, ქალს შეუძლია, დღეში რამდენიმე ნაყოფის მიღება. როგორც დამამშვიდებელი საშუალება, ფინიკი ქალს ეხმარება მშობიარობის შემდგომი პერიოდის დეპრესიის დაძლევაში, სტრესთან გამკლავებასა და ორგანიზმის ენერგიით მომარაგებაში.

იმის მიუხედავად, რომ ფინიკი საკმაოდ კალორიულია, წონაში მომატება მისი მიღებით საკმაოდ იშვიათია. მაგრამ მაინც, თუ ზედმეტი წონა თქვენი სერიოზული პრობლემაა, სჯობს მისი მიღებისგან თავი შეიკავოთ. მაგრამ თუ, უბრალოდ, წონის გაკონტროლება გსურთ, მისი ჭამა გარკვეული რაოდენობით თავისუფლად შეგიძლიათ.

ნახევარი წყლის ჭიქა ბროწეულის წვენი და 3 ცალი ფინიკი გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

აძლიერებს ღვიძლს – ფინიკი, მაგნიუმის ძირითად წყაროს წარმოადგენს. სუფთა ღვიძლისთვის და უჯრედებისთვის კი მაგნიუმი აუცილებელია. გარდა ამისა, ფიბროზი და ციროზი ნაკლებად შეგაწუხებთ.

მხედველობას აუმჯობესებს – ფინიკი, როგორც მაგნიუმის წყარო და A ვიტამინით მდიდარი, მხედველობის გაუმჯობესების გარდა, კანისთვისაც კარგია.

მონელებას აძლიერებს – ინდური ხურმა, როგორც სხვა ყველა ხურმის სახეობა, შეიცავს ნიკოტინის მჟავას, რომელიც ნაწლავს კომფორტულად მუშაობაში ეხმარება. ფინიკის მიღების შედეგად ნაწლავებში კარგი ბაქტერიების რაოდენობა ცუდს აღემატება.

ტკივილგამაყუჩებელია – მაგნიუმის შემცვლელი ფინიკი, როგორც ჩანს, ტკივილგამაყუჩებელიცაა. მოიშორეთ სტრესი და თავის ტკივილი, მხოლოდ 3 ინდური ხურმის საშუალებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი