მედიცინა

ექიმის რჩევები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 10.03

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: ბოლო პერიოდია, დაწოლის დროს მიხურს ფეხები, კერძოდ, ქუსლი და ტერფი, თან იმდენად, რომ დაძინებაში მიშლის ხელს. რისი ბრალი შეიძლება, იყოს და ვის მივმართო?

პასუხი: ტერფების სიმხურვალის შესაძლო პათოლოგიური მიზეზებია: როგორც დერმატოზები/კანის დაავადებები, ისე ენდოკრინული, სისხლძარღვოვანი, ნერვული, რევმატული პათოლოგიები. თუ კანზე გარეგნულად ცვლილება არ შეინიშნება, მაშინ გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი, ასევე, უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზის შემცველობაც. თუ ამ მხრივ ცვლილებები არ არის, მაშინ საჭირო იქნება ანგიოლოგის ან რევმატოლოგის კონსულტაცია.

კითხვა: შეუძლია თუ არა მენჯის ნებისმიერ პრობლემას შარდვის გაძნელების გამოწვევა?

პასუხი: არა. შარდის გამოყოფის დარღვევის მიზეზი შეიძლება, იყოს საკუთრივ მენჯისა და მენჯის ღრუს ორგანოების რიგი პათოლოგიები.

კითხვა: ლაქტაცია 6 თვის წინ დავასრულე, არ მაქვს არანაირი გამონადენი ან ტკივილი. ძლიერად თუ გავსინჯავ ორივე მკერდში რაღაც ლობიოს მსგავს რაღაცებს ვგრძნობ, ოღონდ ძალიან პატარებს. ვაპირებ, გადავიღო ექოსკოპია. ციკლის რომელ პერიოდში უნდა გადავიღო ან ეს სიმაგრეები რა შეიძლება იყოს. ძალიან ვნერვიულობ.

პასუხი: ნუ ინერვიულებთ, პირველ რიგში, მამოლოგს მიმართეთ, მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-მე-12 დღეს. ხელით გასინჯვის შემდეგ ექიმი განსაზღვარვს საჭიროა თუ არა ინსტრუმენტული გამოკვლევა.

კითხვა: წლებია, მაქვს ყურებისა და სასის ქავილი. მაწუხებს სტომატიტიც. ყურების ქავილი ზუსტად ვიცი, რომ ალერგიულია. სტომატიტიც კი ქრონიკულად მაქვს – ერთს მოვირჩენ, უკვე მეორე გამომდის. შეიძლება, ერთმანეთთან იყოს კავშირში და კონკრეტულად, რა ანალიზი გავიკეთო ან ვის მივმართო?

პასუხი: ყურებისა და სასის ქავილი, დიდი ალბათობით, ალერგიას უკავშირდება. სტომატიტიც შეიძლება, ალერგიული იყოს. თუმცა, ზოგჯერ მიზეზი სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციაა. დიაგნოსტიკისთვის მიმართეთ კვალიფიციურ ალერგოლოგს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი