პიცა-ტორტი ლავაშით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.05
გემრიელი პიცის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 ცალი თხელი ლავაში
🔸 5 ცალი პომიდორი
🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 400 გრამი ჰოლანდიური ყველი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 100 გრამი სოკო
🔸 200 გრამი ბეკონი
🔸 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა
🔸 შავი პილპილი
🔸 ზეთი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
პომიდორი დაჭერით და დააბლენდერეთ, გადაიტანეთ ტაფაზე, შეურიეთ ტომატ-პასტა, ზეთი, სოიის სოუსი, გასრესილი ნიორი, შავი პილპილი, მარილი და აურიეთ კარგად, შუშეთ დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთი: ლავაში დაჭერით მოზრდილ კვადრატებად, წაუსვით სათითაოდ უკვე მზა სოუსი, თითოეულს ასევე მოაყარეთ გახეხილი ყველი, სანამ ერთმანეთზე დაალაგებთ, შუა ფენებიდან ერთს მოაყარეთ დაჭრილი ბეკონი, მეორეს – ბულგარული, შემდეგ სოკო. სულ ხუთი ფენა უნდა იყოს, გამოაცხვეთ აირღუმელში. 10-15 წუთი საკმარისია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან