საზოგადოება

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ბიზნესპარტნიორები ჩემივე ოჯახის წევრები არიან“

ავტორი: ეკა სულხანიშვილი 14:17 26.11, 2020 წელი

კასპი გრუპი
დაკოპირებულია

ამ ქალბატონის სახელი  ბიზნესში არაერთ წარმატებულ პროექტს და ქველმოქმედებას უკავშირდება. Caspi Group-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი გარატელ ალახვერდოვა უკვე რამდენიმე წელიწადია, ქართულ ბიზნესშია და არა მხოლოდ სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს, არამედ ქველმოქმედებასაც ეწევა. ის საოცრად გულისხმიერი ქალბატონია. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე წარმატებული სასტარტო პროექტის პროგრესი. კიდევ უფრო სასიამოვნო ის ფაქტია, რომ ოჯახური ბიზნესის ამპლუაში ბიზნეს-ქალბატონი კარგი ქართულით მეტყველებს და ქართული ანდაზებით გვესაუბრება.

– ქალბატონო გარატელ, როგორ იწყებოდა თქვენი პირველი ნაბიჯები დიდ ბიზნესში?
– პირადად მე ბიზნესში ჩემი სტარტი 2008 წლიდან დავიწყე, ჩვენი დიდი ოჯახური ტრადიციების კვალდაკვალ. უკვე დიდი ხანია, ჩემი ძმები Caspi Group-ის ბიზნესს აწარმოებენ სტამბულში. მე მათი ერთადერთი და ვარ, პროფესიით – ფიზიკა-მატემატიკის მასწავლებელი, თუმცა ცოტა მოგვიანებით, ბიზნესში მაინც ჩავერთე. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პარტნიორები ჩემი ოჯახის წევრები არიან და ერთი დიდი ოჯახის ფარგლებში სერიოზული ბიზნესიმპერია ჩამოყალიბდა. თავიდან ბაზარზე მხოლოდ სარეკლამო მიმართულების ბიზნესს მოიცავდა, კომპანიებისთვის სრული სერვისისა და პრომო-მასალების დამზადების  შეთავაზებით. 
რამდენადაც ქართულმა ბაზარმა კარგად მიგვიღო და წარმატებულად განვვითარდით, შემდეგ სხვა ბიზნესშიც ვცადეთ ბედი. დავიწყეთ სამზარეულოს სრული დანადგარებისა და აღჭურვილობის შემოტანა. უკვე მეექვსე წელია, რაც ბაზარზე ვართ და უკვე ძალიან ბევრ სერიოზულ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. ორივე კომპანიის ერთიანი ჰოლდინგით მუშაობა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ეფექტურად ვახორციელებთ ბიზნესსაქმიანობას და ჩვენი პარტნიორებიც კმაყოფილი არიან ჩვენთან მუშაობით. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვზრუნავთ ამა თუ იმ  ბიზნესკომპანიის, სასტუმროს, რესტორნისა თუ ნებისმიერი დაწესებულების სამზარეულოს აღჭურვაზე, სერვისით, დანადგარებით მომსახურებაზე. ადრე თუ საქართველოში სამზარეულოს სეგმენტს, რატომღაც, უკანა პლანზე გადასწევდნენ ხოლმე, ახლა თავიდანვე ხდება მისი გათვალისწინება და ჩვენი ინვესტორებიც სიამოვნებით თანამშრომლობენ ჩვენს კომპანიასთან. 
– ვიცი, რომ  ორი შვილის დედა ხართ და უფროსი ვაჟი თქვენთან საქმიანობს. ოჯახისა და საქმიანი ურთიერთობის შეთავსება არცთუ ისე იოლია...
– ჩემთვის ოჯახი ნომერი პირველია და უფრო მეტად სასიხარულოა, რომ ჩემი ვაჟიშვილი, ჯემალ ალახვერდოვი,  ჩემივე კომპანიაში მუშაობს. როცა ბედნიერი დედა ხარ, ყველაზე დიდი სიამაყეა. თავიდან ცოტა გამიჭირდა, განვიცდიდი, სამსახურის გამო, ოჯახისთვის ყურადღება არ მომეკლო. ბიზნესი იზრდება, ვითარდება, მაგრამ როგორც ქალისთვის უპირველესი არჩევანია ოჯახი – შვილები. დრო მიდის, კადრები - რჩება. დრო მიდის, პატარა შვილებიც იზრდებიან, ეს დრო არ უნდა გაეპაროს და შვილების აღზრდაში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა. კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო –  ხომ ქართული ანდაზაა და კარგი შვილი თავისით არ იზრდება. მშობელმა უნდა გაზარდოს. ახლა ძალიან ბედნიერი დედა ვარ, რომ ჩემი შრომის ნაყოფს ვხედავ. ჩემმა ვაჟმა, სტამბოლში მართვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა და ჩემთან, კომპანიაში  ჩაერთო, როგორც  უკვე ძალიან წარმატებული სპეციალისტი. მან თავისი სპეციალობით უკვე გამოსცა 2 სერიოზული  წიგნი და კარგი იდეები აქვს. ჩემი მეორე შვილი – საბინა ალახვერდოვა, საოცარი ენთუზიაზმის მქონე გოგოა და თურქეთში უნივერსიტეტის  სწავლის გრანტი მიიღო. გენებში მათემატიკის და ლოგიკური აზროვნების საოცარი ნიჭი გვაქვს და ჩემმა შვილებმაც ეს მიმართულება აირჩიეს.
– თქვენ დედა ხართ, მაგრამ ამავე დროს, კომპანიის ხელმძღვანელი. ეს დისკომფორტს ხომ არ გიქმნით სამსახურში?
– არა, პირიქით! მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს ვაჟს, რომ შვილი შვილია, მაგრამ საქმე  არის საქმე! ამიტომაც ხშირად გვაქვს დისკუსია, ხშირად  ვეთანხმები – რაც პროგრესულია, მაგრამ რაშიც ჩემს მოწონებას არ იმსახურებს, შვილობის გამო არ ვყაბულდები (იცინის). ამაზე თავიდანვე შევთანხმდით, როცა თბილისში ჩამოვიდა და მუშაობის დაწყება აქ გადაწყვიტა. თუმცა, მეორეს მხრივ, საოცარი კომფორტია, რომ შენს ბიზნესპარტნიორს ენდობი, იცი, რომ უღალატოა, იცი, რომ ზრუნავს ფირმის განვითარებაზე. ჩემს კომპანიაში ძალიან ბევრი ჩემი ყოფილი მოსწავლეა დასაქმებული და მათ იციან, რომ უსამართლოდ არასოდეს მოვექცევი, თუმცა საქმეში ერთნაირად მომთხოვნი ვარ როგორც შვილის, ასევე, სხვებისადმიც. ბიზნესი სხვანაირად ვერ განვითარდება!

 

kaspi-grupi_o_h.jpeg

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი