ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  8 - 14 აპრილი

№15

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 08.04

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

თუ დროებით დაივიწყებთ ამბიციებს, ადვილად და უდანაკარგოდ გადაიტანთ რთულ პერიოდს. მოგზაურობისა და დასვენებისას შესაძლოა ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება გადაწყვიტოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კურო ♉

საქმეებში გაუგებრობებს ადვილად მოაგვარებთ. ოჯახში ცვლილებები, სჯობს გადადოთ, რადგან თქვენი ენერგოპოტენციალი დაბალია და შესაძლოა ამან გაგიუარესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგზაურობა და შეხვედრები შესაძლოა პრობლემებს დაუკავშირდეს ან სრულიად ჩაიშალოს.

ტყუპები ♊

ინფორმაციის უკმარისობის გამო, შესაძლოა დაუშვათ შეცდომა პირად, საქორწინო ან სასიყვარულო ურთიერთობებში. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას და მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. კარგი იქნება, თუ დაისვენებთ და შეიცვლით გარემოს.

კირჩხიბი ♋

მხოლოდ იმ საქმეებს მოჰკიდეთ ხელი, რომელსაც ნამდვილად გაუმკლავდებით. შეამცირეთ კონტაქტების რაოდენობა. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს, სახლსა და საყვარელ ადამიანს. დაქვეითებული ენერგია არ მოგცემთ ჩანაფიქრების განხორციელების საშუალებას.

ლომი ♌

ახალი იდეები და შემოთავაზებები არარეალური იქნება. შესაძლოა დიპლომატის როლშიც მოგიწიოთ ყოფნა. მოგზაურობები და უცხოელებთან კონტაქტები სჯობს დროებით გადადოთ.

ქალწული ♍

ილუზიებს ერიდეთ და მეტად პრაქტიკულად მიუდექით პირად და საქმიან მოვალეობებს. საყვარელი ადამიანი დახმარებას გაგიწევთ საქმეების წარმოებაში. ნუ მიენდობით უცხო ადამიანებსა და ახალ ნაცნობებს.

სასწორი ♎

არაერთგვაროვანი დროა, ამიტომ მეტი ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ. გადაადგილებების დროს ფრთხილად იყავით, რათა არ დაშავდეთ. გადაწყვეტილებების მიღებისას დიდ ხანს არ იყოყმანოთ, რათა გაუგებრობებმა ზიანი არ მიაყენოს თქვენს ნერვულ სისტემას.

მორიელი ♏

თავი შეიკავეთ ემოციებისგან, რადგან ეს ცუდად იმოქმედებს პირად ურთიერთობებზე. ფარული საქმიანობა, მოლაპარაკებები, თუ გარიგებები წარმატებას არ მოგიტანთ. ერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რათა შეინარჩუნოთ ორგანიზმის ჯანსაღი მდგომარეობა.

მშვილდოსანი ♐

ბევრი რამ გაურკვეველი იქნება. თქვენი გეგმების განსახორციელებლად, ყველა ნაბიჯი ზუსტად უნდა გათვალოთ. ოჯახში მიმდინარე მოვლენების გამო რთული იქნება საწადლის მიღწევა და ახალი საქმეების დაწყება. მოგზაურობა დროებით რეკომენდებული არაა.

თხის რქა ♑

არ დახარჯოთ სამუშაო დრო გართობასა და პირად ინტერესებზე. იმპულსური და გაუაზრებელი ქცევები მომავალში ნეგატიურად აისახება თქვენს კარიერასა და ცხოვრებაზე. აუცილებელი იქნება ხშირად დასვენება და ძალების აღდგენა. მოგზაურობა, წარმატების მომტანი არ იქნება.

მერწყული ♒

ენერგიული და აქტიური იქნებით. იზრუნეთ ურთიერთობების ჰარმონიზაციასა და სახლში მშვიდ გარემოზე. ყურადღებით მოეკიდეთ მიღებულ ინფორმაციას და გადაამოწმეთ იურიდიული და ფინანსური საბუთები. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

თევზები ♓

ფინანსური ან სამსახურებრივი სირთულეების გადალახვისას, გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო სიტუაცია და მხოლოდ შემდგომ იმოქმედეთ. მოერიდეთ კრედიტების აღებას. მოუთმენლობა, პირად და სასიყვარულო ურთიერთობებს მეტად გაართულებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი