შოუბიზნესი

მერსი სულხანიშვილი: დღეს როგორიც ვარ, არასწორად მიღებული გადაწყვეტილებების დამსახურებაა

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 25.03

მერსი სულხანიშვილი
დაკოპირებულია

მერსი სულხანიშვილმა რამდენიმეწლიანი ოცნება აიხდინა და დუნდულების მოდელირების ოპერაცია გაიკეთა. სექსუალური ჟურნალისტი, რომელიც გარეგნობაზე ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავს, დეტალებზე თავად მოგვიყვება.

– დუნდულების მოდელირება პოლირძის მჟავით – მოგვიყევი, რა პროცედურაა და როგორ გადაწყვიტე მისი გაკეთება?

– ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ამ პროცედურის ჩატარებაზე, უფრო კონკრეტულად, ორი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მოგეხსენებათ, სახის პროფესიონალური მოვლა და ესთეტიკური პროცედურების ჩატარება 21 წლის ასაკიდან დავიწყე. კონტენტებსაც სულ ვუზიარებ ჩემი სოციალური ქსელების მეგობრებს და პირველი შეკითხვა ყოველთვის არის – მტკივნეულია? რეალურად, ჩემ მიერ ჩატარებული ყველა პროცედურა არის უმტივნეულო და მხოლოდ ადგილობრივი ან ზედაპირული ანესთეზიით ტარდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ არც ერთი ისეთი პროცედურა არ მაქვს გაკეთებული, რომელიც ანესთეზიის ქვეშ დაძინებას მოითხოვს. რომ წარმოვიდგენ, უკვე მბურძგლავს. რატომ? არ ვიცი. დუნდულების მოდელირების სხვადასხვა ალტერნატივაა, თუმცა, ეს ესთეტიკურ მედიცინაში პოლირძის მჟავით ყველაზე თანამედროვე და უალტერნატივოა, რადგან იმპლანტებისგან განსხვავებით, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და აქვს მცირე სარეაბილიტაციო პერიოდი, ფაქტობრივად, შეუმჩნეველი. პროცედურა სულ ერთ საათს მოიცავს. დასრულდა პროცედურა, გამოვედი ესთეტიკური კლინიკიდან, ჩავჯექი მანქანაში, წავედი სახლში. აი, ასე მარტივად. ქალბატონებს ისიც გაახარებთ, რომ დუნდულების მოცულობაში გაზრდასთან ერთად ხდება, მოდელირება, კანი ხდება გლუვი.

– რამდენად პოპულარულია ეს პროცედურა?

– სხვათა შორის, საქართველოში ბოლო ორი წელია, რაც შემოვიდა თუმცა, „ჰოლივუდში“ უკვე წლებია, ძალიან პოპულარულია და ბევრი ცნობილი ადამიანის, ტოპ-მოდელის საყვარელი პროცედურაა. დღეს იმპლანტებს დიდად აღარც მიმართავენ. რატომ უნდა ჩავიდგა, ვთქვათ, უცხო სხეული, როცა არსებობს ალერტნატივა, რომელსაც გალამაზებასთან ერთად, უამრავი ბენეფიტი აქვს. ზოგადად, ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ სახის მოვლაა საჭირო; ეს ასე არ არის. სხეულის თითოეულ ნაწილს სჭირდება მოვლა და გაჯანსაღება.

– როგორ ჩაიარა რეაბილიტაციის დღეებმა?

– პროცედურა რომ დასრულდა და ანესთეზია გავიდა, დუნდულების არეში ადგილობრივი მცირე ტკივილი იყო, თუმცა, არა გაუსაძლისი, რომელიც მხოლოდ დაჯდომის დროს იგრძნობოდა, რამაც ზუსტად 24 საათში გამიარა. ამიტომ აღვნიშნე არაერთხელ, რომ აქვს მცირე სარეაბილიტაციო პერიოდი.

– დღეს მსგავსი ჩარევები საკმაოდ აქტუალურია და ამიტომ, ალბათ, პლუსებთან ერთად, ბევრს აინტერესებს, რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს?

– თუ გადავხედავთ ვიდეოს გაზიარების, შენახვის რაოდენობას, სოციალურ ქსელში უამრავ შეტყობინებას, უამრავი ადამიანის ინტერესი გამოიწვია და ნამდვილად აქტუალურია. სამწუხაროდ, საქართველოში უამრავი ადამიანი იკეთებს პროცედურებს და მალავს მათ შორის, ოჯახის წევრებისგანაც. რატომ? იმიტომ რომ ჯერ კიდევ არის სტერეოტიპული წარმოდგენები ესთეტიკურ პროცედურებზე. სინამდვილეში ესთეტიკური პროცედურა გვეხმარება სილამაზის შენარჩუნებაში. ესთეტიკური პროცედურები არის იმისთვის, რომ ასაკში არ დაგვჭირდეს გარეგნობაში პლასტიკური ოპერაციის გზით ჩარევა. არიან ისინი, ვისაც თავისი აზრი აქვს ესთეტიკურ პროცედურებთან დაკავშირებით. კრემებითა და საცხებით ასაკს ვერ შეაჩერებ. სამწუხაროდ, ეს იგივეა, რაც 21-ე საუკუნეში, როცა არსებობს მეცნიერების მიერ შექმნილი სიცხის დამწევი საშუალებები, ჩვენ სიცხის დროს ძმრიანი წინდები ჩავიცვათ. პირდაპირ შემიძლია, მკითხველს ვუთხრა, რომ ამ პროცედურას არანაირი სირთულე არ ახლავს. სულ პროცედურა, მოსამზადებელი პერიოდისა და პროცედურის ჩატარების ჩათვლით, მხოლოდ ერთ საათს მოიცავს. პროცედურის დასრულებისთანავე ადამიანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

– გიჭირს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა თუ სპონტანური ხარ ასეთ გადაწყვეტილებებში?

– ზოგადად, ცხოვრებაში სპონტანურად არც ერთ გადაწყვეტილებას არ ვიღებ. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, მინდოდა და წელს საუკეთესო საჩუქარი მივიღე ჩემთვის ძვირფასი ადამიანისგან და ჩემს თავს საუკეთესო საჩუქარი გავუკეთე.

– აბა, როგორია ცხოვრება უკვე ახალი საჯდომით?

– ხუმრობა იქით იყოს და შესანიშნავი. ახლა კიდევ სხვა პროცედურები მაქვს გეგმურად ჩასატარებელი და მერე ახალ ფოტოსესიასაც დავგეგმავ და ახალ კიდევ უფრო მრავალფეროვან ვიდეოკონტენტებს გადავიღებ.

– რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე გქონდა. როგორ გაატარე ეს დღე?

– ზოგადად, სასმელს ისედაც არ ვსვამ, ძალიან იშვიათად. ჩემს დაბადების დღეზე, იქიდან გამომდინარე, რომ პროცედურა 2 დღის ჩატარებული მქონდა, ცხადია, არ და ვერ დავლევდი, შამპანურსაც კი. შესაბამისად, გავატარე სახლში. საჩუქრების „განყუთვაში“.

– როგორი ემოციებით ხვდები ხოლმე დაბადების დღეს, რამდენად გიყვარს ეს დღე?

– სიმართლე რომ გითხრათ, მიყვარს მაგრამ ჩვეულებრივი დღე იქნებოდა, რომ არა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი და საყვარელი ადამიანები, რომლებიც ზღვა ემოციებს მანიჭებენ. განსაკუთრებით ემოციურია და ძვირფასი ჩემთვის იმ ადამიანების უანგარო სითბო და სიყვარული, რომელსაც ის ადამიანები გამოხატავენ, რომლებიც პირადად კი არა, მხოლოდ ეკრანიდან მიცნობენ და სოციალური ქსელებიდან არ იშურებენ ემოციურ წერილებსა და სიტყვებს. მთავარი საჩუქარი ნამდვილი უანგარო ემოცია და სიტყვაა. მადლობა მათ ამ სიყვარულისთვის. აქედანაც ვეტყვი: „მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!“ და მადლობა, რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში.

– არის რამე წარსულში, რასაც ნანობ და დღევანდელი გამოცდილებითა და ცოდნით სხვანაირად გააკეთებდი?

– წარსულში სანანებელი ნაკლებად მაქვს, თუმცა არსებობს რაღაცები, რასაც ამ გადმოსახედიდან სხვანაირად გავაკეთებდი, სხვანაირად მოვიქცეოდი. მაგრამ ნახეთ, „მე“ ვამბობ ამ გადმოსახედიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ მე დღეს როგორიც ვარ, სწორედ იმ წარსული შეცდომებისა თუ არასწორად მიღებული გადაწყვეტილებების დამსახურებაა. შეცდომების გარეშე ვერ გავიზრდებით, დღევანდელი ცოდნა არ გვექნებოდა, რომ არა წარსული გამოუცდელობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი