რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№12

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 29.03

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ უფალი ეკლესიის აღმშენებელს ყველა ცოდვას შეუნდობსო. ახლა ბევრი ტაძარი შენდება, ეს აძლევს ადამიანებს იმის ნებას, რომ ცოდვები ჩაიდინონ?

პასუხი: თუ ადამიანი ვერ ითვალისწინებს იმას, რომ ეკლესია თავისი ცოდვების მონანიების მიზნით ააგო, არ ცდილობს, შეცვალოს თავისი შინაგანი სამყარო, რა აზრი აქვს ეკლესიის მშენებლობას. ეკლესია არ არის ხარკი ღვთის წინაშე ადამიანის განუწყვეტელი ცოდვებისთვის. პირიქით, ტაძრის აღმშენებელს უფრო მეტი მოეთხოვება ღვთის წინაშე, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. ადამიანმა ჯერ საკუთარ თავში უნდა აიგოს ტაძარი. მთავარი წრფელი გულია და არა შესაწირავის რაოდენობა. უფალი შეიწირავს და ცოდვებს შეუნდობს მაშინ, თუ შესაწირი თავმდაბლობითა და ქრისტიანული მადლით შეიწირება.

კითხვა: როგორ ეთანხმება ერთმანეთს ქრისტიანული სიმდაბლე და ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეფასება?

პასუხი: „სიმდაბლე“ გამოიხატება ადამიანის მიერ საკუთარი ნაკლის შემჩნევასა და სხვათა მიღწევების დანახვის უნარში, ხოლო საკუთარი ნაკლის დანახვა აუცილებელია ნებისმიერ საქმეში წარმატებისთვის. რაც უფრო დიდი სულიერების არის ადამიანი, მით უფრო ხედავს საკუთარ ნაკლოვანებებს.

კითხვა: ზოგჯერ კამათის დროს ვბრაზდები, ღირს ასეთ დროს კამათის გაგრძელება და სიმართლის მტკიცება?

პასუხი: როდესაც კამათის დროს ისეთ ადამიანთან გიწევთ დავა, რომელსაც არ სურს სიმართლის გაგება და საწინააღმდეგოს გიმტკიცებთ, უნდა შეწყვიტოთ მასთან კამათი და განერიდოთ მას. როგორც მდორე წყალი აფუჭებს საუკეთესო ღვინოს, ასევე ხრწნის ბოროტი საუბრები კეთილმორწმუნე და ზნეობრივ ადამიანებს.

კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია, ვაკურთხოთ ჩვენი საჭმელი, სასმელი და საცხოვრებელი.

პასუხი: ჰაერი იკურთხება ნაკურთხი წყლის პკურებითა და კურთხევით. ყველაფერი განიწმიდება ჯვრის გადასახვით. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების კურთხევა. საკვებს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენი ხორცისა და სულის მდგომარეობაზე. სახლში მიტანილ პროდუქტებს გარეცხვამდე ჯვარი გადასახეთ. ჯვარი ანადგურებს შხამის ძალას. ასევე, მნიშვნელოვანია საცხოვრისის, საწოლის, მეურნეობის ჯვრის გადასახვით განწმენდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი