ვანილის ბლინები შოკოლადით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.04
გემრიელი ბლინების რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 150 გრამი ფქვილი
🔸 3 კვერცხი, 250 მილილიტრი რძე
🔸 10 გრამი ვანილის შაქარი
🔸 1 სადილის კოვზი კაკაო
🔸 200 გრამი თეთრი შოკოლადი
🔸 200 გრამი შავი შოკოლადი
🔸2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 მარილი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა.
მომზადების წესი 👩🍳
ათქვიფეთ კვერცხი ძალიან კარგად, დაუმატეთ ვანილი და მარილი. ნელ-ნელა შეურიეთ რძე და ზეთი, შემდეგ გაცრილი ფქვილი, სოდა და მოზილეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად. ერთს შეურიეთ კაკაო, ორივე მასიდან გამოაცხვეთ 6-6 ბლინი. ცხელი წყლის აბაზანაზე ცალ-ცალკე გაადნეთ შოკოლადი. თეთრ ბლინებს წაუსვით შავი შოკოლადი, შავ ბლინებს – თეთრი და სათითაოდ გადაახვიეთ. ცოტა შოკოლადი ბლინებს ზემოდანაც მოასხით და მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან