კრიმინალური ისტორიები

რატომ გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი ქართველ „მედვეჟატნიკს“ ქურდებმა

№18

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 09.05

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ოქროს მატჩი

1964 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიაში პირველად ჩემპიონობა თბილისის „დინამომ“ მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელები დამატებით მატჩში მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდნენ და 4:1 გაანადგურეს. ეს ისტორიული თამაში ნეიტრალურ მოედანზე, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში შედგა და უამრავი ქართველი გულშემატკივარი დაესწრო. თამაშზე ყველა სოციალური ფენის ადამიანები იმყოფებოდნენ და ერთნაირად ხარობდნენ ამ ისტორიული წარმატებით. თამაშს ესწრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი – ვახტანგ კაკიაშვილი, პოლკოვნიკი, რომელიც იმ პერიოდში პენიტენციარული სისტემის ერთ-ერთი კურატორი იყო. თამაშის დროს კაკიაშვილმა ტრიბუნაზე თვალი მოჰკრა რომან პატარიძეს, რომელიც თბილისელთა მიერ გატანილი მეოთხე გოლის დროს ადგილიდან წამოხტა, კეპიანი ქუდი მოიხადა და მფრინავი თეფშივით გაისროლა მინდორისკენ. საქმე ის იყო, რომ რომან პატარიძე ქურდი-რეციდივისტი იყო და დიდი რაოდენობით თანხის ქურდობისთვის (160 ათასი მანეთი) 15-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. წესით, ის ციხეში, რუსთავის კოლონიაში უნდა მჯდარიყო. ციხიდან გამოსვლამდე კიდევ ცხრაწელიწად-ნახევარი ჰქონდა დარჩენილი. ექვსი თვის წინ პირადად კაკიაშვილმა მოაწერა ხელი პატარიძის გადაყვანას რუსთავის კოლონიაში თბილისის „კრიტიდან“, სადაც მან (პატარიძემ) პატიმრობის პირველი 6 წელი გაატარა. დამთავრდა თუ არა თამაში, კაკიაშვილი ფოსტაში გაიქცა და საქალაქთაშორისო ტელეფონიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დარეკა. იქ კი მას უთხრეს, რომ პატარიძე კოლონიიდან 17 ნოემბერს, საღამოს შემოწმების შემდეგ გაიქცაო. ზონაში ჩატარებულმა შემოწმებამ მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინა, როგორც ჩანდა გაქცეულმა სწორედ ამ გვირაბით ისარგებლა. გაქცეულ პატიმარზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა, მაგრამ ის ვერც ტაშკენტში აღმოაჩინეს და სხვაგანაც ვერ მიაგნეს მის კვალს...

„შავი სამყაროს“ განაჩენი

რომან პატარიძე საკმაოდ წონიანი ადამიანი იყო „შავ სამყაროში“. მას რუსთავის კოლონიაშიც პრიორიტეტული პოზიცია ეკავა და პატიმართა ელიტური ჯგუფისგან შეიტყო, რომ კოლონიაში გვირაბი იყო გათხრილი და შავი სამყაროს პატრიარქის, 65 წლის ომარ გრიგოლიას შემოსვლას ელოდებოდნენ, რომ მისთვის გაქცევა მოეწყოთ. გრიგოლიას 16-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი სტეპან სარქისოვის მკვლელობისთვის, რომელსაც „ობშჩიაკიდან“ ფულის მოპარვაში ადანაშაულებდნენ და როდესაც ის „სხოდკაზე“ დაიბარეს და პრეტენზია წაუყენეს, კონფლიქტი მოხდა და სარქისოვმა დანით გაიწია გრიგოლიაზე. ომარმა კი ის თავისსავე დანაზე წამოაგო... თავდაპირველად გრიგოლია „გაკრიტეს“. თუმცა, ქურდებმა საქმე ჩააწყვეს, რომ ის რუსთავში გადაეყვანათ. იქიდან კი უნდა გაექციათ, რადგან ავადმყოფი იყო და პატიმრობას ვერ გაუძლებდა. პატარიძემ კი ქურდებს მთელი გეგმები ჩაუშალა. გრიგოლია ზონაში კი გადაიყვანეს, მაგრამ რეჟიმი იქ უკიდურესად გაამკაცრეს და გაქცევის შანსი აღარ იყო. ამიტომ, „შავმა სამყარომ“ რომან პატარიძეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

ყოფილი „მედვეჟატნიკი“

44 წლის რომან პატარიძე უმაღლესი კლასის „მედვეჟატნიკი“ იყო და არ არსებობდა სეიფი, რომლის გახსნაც მას არ შეეძლო. ბოლო „სროკზე“ იმის გამო წავიდა, რომ თბილისის ერთ-ერთი შემნახველი სალაროს სეიფიდან 160 ათასი მანეთი გაიტაცა. მილიციამ ეჭვი მალევე აიღო მასზე. მაგრამ, პატარიძე ქალაქიდან ფულიანად გაქრა. ის მხოლოდ 8 თვის შემდეგ დააპატიმრეს და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას მხოლოდ 80 ათასი მანეთი აღმოუჩინეს. დანარჩენ თანხაზე კი „მედვეჟატნიკმა“ თქვა – დავხარჯეო. სინამდვილეში, პატარიძეს მალვის 8-თვიან პერიოდში, მხოლოდ 10 ათასი ჰქონდა დახარჯული და ის მაშინ გამოიყენა, როდესაც რუსთავის კოლონიიდან გაიქცა და ოქროს მატჩს დაესწრო. დანარჩენი 150 ათასი კი გადამალული ჰქონდა. რომანი ტაშკენტის ტრიუმფიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჩაუვარდა ხელში მილიციას. პატარიძე ერთ-ერთ ქურდულ „მალინაზე“, ლენინგრადში ახალგაზრდა ქურდის ტიტულის მაძიებელმა, შოთა ქორიძემ მძიმედ დაჭრა და „მედვეჟატნიკს“ მილიცია საავადმყოფოში წაადგა თავზე. თუმცა, რომანი უგონოდ იყო და მას ოპერაციას უკეთებდნენ. ექიმებმა ის სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. „მედვეჟატნიკი“ მხოლოდ 15 თვის შემდეგ დადგა ფეხზე და მას 3 წელი დაუმატეს გაქცევისთვის. მას კიდევ თორმეტი წელი და 6 თვე უნდა გაეტარებინა საპყრობილეში. თუმცა, პატარიძე ინვალიდი იყო და პატიმრობა 10 წლით შეუმცირეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი