იუმორი
უცხოური იუმორი
№15
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.04
გზად მიმავალ უკვე სახელგანთქმულ მწერალს, ბერნარდ შოუს ველოსიპედი დაეჯახა. ორივე უვნებლად გადარჩა. ველოსიპედისტი ბოდიშს იხდიდა, შოუმ შეაწყვეტინა და უთხრა:
– არ გაგიმართლათ, სერ, უფრო მეტი ენერგია და თქვენ უკვდავებას დაიმსახურებდით, როგორც ჩემი მკვლელი.
***
ერთხელ კომპოზიტორ პუჩინის მისმა ნაცნობმა ახალგაზრდა მუსიკოსმა გესლიანად უთხრა:
– შენ უკვე მოხუცდი, ჯაკომო, ალბათ, მე დავწერ სამგლოვიარო მარშს შენი დასაფლავებისთვის და რომ არ დავაგვიანო, ხვალვე დავიწყებ.
– რას ვიზამ, დაწერე, – ამოიოხრა პუჩინიმ, – მხოლოდ ერთი რამის მეშინია, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა დაკრძალვას სტვენით შეხვდებიან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან