იუმორი
საზრიანები
№14
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 14.04
წინა საუკუნის ბოლოს ერთი ინგლისელი პიანისტი გასტროლებით ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა. როდესაც ის ინგლისში დაბრუნდა, ცნობილ დირიჟორ ბილჰემთან საუბრისას მან უკმაყოფილება გამოთქვა:
– თქვენ წარმოიდგინეთ, არაბებმა ორჯერ მესროლეს ტყვია!
– ღმერთო ჩემო! მე არ მეგონა, რომ არაბები ასე კარგად ერკვეოდნენ მუსიკაში, – გაუკვირდა ბილჰემს.
* * *
რატომ ბრძანა იულიუს კეისარმა მეომართა საბრძოლო იარაღის ძვირფასი თვლებით შემკობა.
იულიუს კეისარმა შესანიშნავი ხერხი მოიფიქრა – ბრძანა, იარაღი ძვირფასი თვლებით შეემკოთ, რათა მებრძოლებს გაქცევისას დანანებოდათ მათი ბრძოლის ველზე დატოვება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან