იუმორი
ანეკდოტები
№16
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 27.04
ინგლისელს ჰყავს ცოლი და საყვარელი. უყვარს ცოლი.
ფრანგს ჰყავს ცოლი და საყვარელი. უყვარს საყვარელი.
ებრაელს ჰყავს ცოლი და საყვარელი. უყვარს დედა.
რუსს ჰყავს ცოლი და საყვარელი. უყვარს დალევა.
* * *
– შენმა ყოფილმა ორი დღის წინ ახალი სურათი რომ დადო, ნახე?
– მკიდია...
– 300 ლაიქი აქვს...
– 307...
* * *
– ნათია, ერთი კარგი ბიჭი მინდა, გაგირიგო.
– შენ ისეთი ქმარი გყავს, კარგის მნიშვნელობა არ გეცოდინება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან