ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  6 – 12 მაისი

№19

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.05

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

სჯობს თავი შეიკავოთ დიდი შენაძენებისგან. ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო. საყვარელ ადამიანთან გულახდილი ურთიერთობა მის შესაძლებლობებს დაგანახვებთ. მოგზაურობისას აუცილებელია სიფრთხილე.

კურო ♉

თავს ენერგიულად იგრძნობთ. ფარული მტრები თავის რეალურ სახეს დაგანახვებენ. სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად ეცადეთ არ ეკონფლიქტოთ საყვარელ ადამიანს. დადებითად ჩაივლის მოგზაურობები და უცხოელებთან კონტაქტები.

ტყუპები ♊

შინაგანი დაძაბულობის გამო შესაძლოა დაგერღვათ სიმშვიდე და პრობლემები შეუქმნათ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანს. კონფლიქტები ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მოერიდეთ ხშირ გადაადგილებებსა და მოგზაურობას. ეცადეთ საინტერესოდ და მხიარულად გაატაროთ დრო.

კირჩხიბი ♋

კარგი დროა ახალი საქმიანობის დასაწყებად. არ დაარღვიოთ კანონი და მორალური ზღვარი, რათა არ დაანგრიოთ წლების მანძილზე ნაშენები ურთიერთობები და საქმეები. ოჯახში და საყვარელ ადამიანთან სიტუაციის დაძაბვისას ეცადეთ ტაქტიანად განმუხტოთ სიტუაცია.

ლომი ♌

გართულდება ცხოვრებისეული მოვლენები. გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი დრო დაგეხარჯებათ. დოკუმენტაცია სრულ წესრიგში მოიყვანეთ. საქორწინო ან საქმიან პარტნიორებთან მოსალოდნელია უთანხმოება. არსებობს სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთან პირადი ურთიერთობის ალბათობა.

ქალწული ♍

კარგი პერიოდია სახლისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებისთვის, თუმცა კრედიტების აღება სასურველი არაა. ყურადღება გაამახვილეთ საბუთების სისწორეზე და ეცადეთ ოჯახის წევრებთან არ იკამათოთ. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

სასწორი ♎

რთული პერიოდია. არ გადაიღალოთ და მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საქორწინო და სასიყვარულო სფეროში ბევრი რამე იქნება დაფარული და საიდუმლო. შორეული მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

მორიელი ♏

რთული, მაგრამ შედეგიანი დროა. სიტუაციის გასაკონტროლებლად დაგჭირდებათ მეტი შემართება. კარგია მოგზაურობა, ახალი კავშირების დამყარება. შეიძლება სწრაფად გამოიცვალოთ არა მარტო ინტერესები, არამედ საურთიერთო წრეც.

მშვილდოსანი ♐

გაიზრდება გაღიზიანება და მოუთმენლობა. პირად და სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია ინტრიგები, შანტაჟი ან ტყუილი, რაც თქვენს შინაგან სამყაროზე მძიმე დაღს დაასვამს. მოგზაურობას შესაძლოა ხელი შეუშალოს ოჯახურმა გაუგებრობებმა.

თხის რქა ♑

დახარჯული შრომის შედეგით ჯერ კმაყოფილი არ იქნებით, თუმცა იგი დიდ წინსვლასა და მოგებას გპირდებათ. ძველი პრობლემები მოგვარდება, თუ დროულად შეძლებთ საჭირო ხალხთან საერთო ენის გამონახვას. სასიყვარულო სფეროში, კამათი შეიძლება კონფლიქტის საბაბი გახდეს. მოგზაურობა გადადეთ.

მერწყული ♒

არახელსაყრელი დროა რისკისა და ძალისმიერი მოქმედებებისთვის, კრედიტებისა და ვალების ასაღებად. სჯობს უარი თქვათ ახალი საქმის დაწყებაზე. ხშირად მოაწყვეთ დასვენების საათები. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი თავშეკავებაა საჭირო.

თევზები ♓

სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი მეგობრულ წრეში, რაც შეიძლება აისახოს თქვენს პროფესიულ საქმიანობაზეც და სოციალურ სტატუსზეც. გააქტიურდება სასიყვარულო სფეროც, თუმცა ამ დროს მეტად მგრძნობიარე და ეჭვიანიც გახდებით. საქმიანი ურთიერთობა შესაძლოა რომანტიკულში გადაიზარდოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი