ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 29 აპრილი - 5 მაისი

№18

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.04

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

ახალ საქმეებში წინსვლა შესაძლოა დროებით შეფერხდეს. ფინანსურ საკითხებში დაკვირვებაა საჭირო. შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორისა და ურთიერთობის მიმართ, მეტად იმძლავრებს განახლებისა და მეტი ჰარმონიის სურვილი.

კურო ♉

აქტიური, მაგრამ ემოციური პერიოდია. არაერთმნიშვნელოვან გარემოებაში რთული არჩევანის გაკეთება დაგჭირდებათ. შეიძლება ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი, რაც გაამძაფრებს თქვენს გრძნობებს.

ტყუპები ♊

რთული იქნება ცდუნებებზე უარის თქმა. ერიდეთ ფინანსურ მაქინაციებს. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი შეხედულებები და მიზნები. მოგზაურობები სჯობს გადადოთ და მეტად მიაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობას.

კირჩხიბი ♋

ნუ გარისკავთ. თუ შეძლებთ კრიზისული სიტუაციებსთვის გვერდის ავლას, თქვენს კარიერას არაფერი დაემუქრება. სასიყვარულო-საოჯახო სფეროში მოსალოდნელია არაერთმნიშვნელოვანი მოვლენები.

ლომი ♌

ბევრი საქმის ერთდროულად შესრულება მოგიწევთ. შედეგად, ოჯახსა და პირად ურთიერთობაზე დრო არ დაგრჩებათ. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს იურიდიული და პარტნიორული პრობლემები. გადაამოწმეთ საბუთები, რათა ამის გამო პრობლემები არ შეგექმნათ.

ქალწული ♍

რთული დროა. ეცადეთ ზუსტად განსაზღვროთ მიზნები და სურვილები. სამსახური ბევრ დროს წაგართმევთ. სიახლეებია მოსალოდნელი ოჯახში. საყვარელ ადამიანს ნუ დაუმავალავთ რეალურ სიტუაციას და ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.

სასწორი ♎

გადაადგილებები და შეხვედრები ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. საქმიან პარტნიორებთან გაურკვეველი ურთიერთობა მატერიალურ მდგომარეობაზე აისახება. უეცარი რომანტიკული ურთიერთობის გამო შესაძლოა უსიამოვნება მოგივიდეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან.

მორიელი ♏

არ გამოიყენოთ სხვისი ფული და ყურადღება გამოიჩინოთ საბუთებთან მუშაობისას. პირად და საქმიან პარტნიორებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა მათზე გავლენის მოხდენის. მოერიდეთ რისკსა და ექსტრემალურ სიტუაციებს.

მშვილდოსანი ♐

შესაძლოა გაგიჩნდეთ სამსახურის გამოცვლის ან იმიჯის შეცვლის სურვილი. საბუთები წესრიგში გქონდეთ, რათა ამის გამო პრობლემები არ შეგექმნათ. პირად ურთიერთობებში რადიკალურ ცვლილებებს ნუ განახორციელებთ, მოგზაურობისას კი მეტი ყურადღება გმართებთ უცნობი ადამიანების მიმართ.

თხის რქა ♑

რთულ სიტუაციაში შეიძლება მოგიწიოთ გადაწყვეტილების მიღება, რაზეც დამოკიდებული იქნება თქვენი მომავალი კეთილდღეობა. სიფრთხილეა საჭირო ახალი ნაცნობების მიმართ. მოერიდეთ დიდ ხარჯებს. მოგზაურობები სასიკეთოდ აისახება როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე საქმეებზეც.

მერწყული ♒

სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებში, დასუსტდება ადრინდელი ჰარმონია. პრობლემების მეშვებით დაინახავთ, თუ რა გაკავშირებთ და რა გაშორებთ თქვენს რჩეულთან. უარი თქვით მოგზაურობაზე. ეს დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობასა და გარეგნობას.

თევზები ♓

ბევრი ცვლილებისა და მასშტაბური მოვლენის მომსწრე გახდებით. შეძლებთ ურთიერთობების გაუმჯობესებას როგორც ხელმძღვანელ პირებთან და კოლეგებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან. მიღებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად არ გამოიყენოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი