მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ექიმის რჩევები
2011-03-11
მაია ნუცუბიძე

კითხვა: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრჩხილები ხელებზე ძალიან ულამაზო გამიხდა – ტალღოვანი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასóóუხი: განივი ხაზები ფრჩხილებზე, მათი ტალღოვნობა, კოვზისებრი ფორმა არის გამოხატული ანემიის ნიშნები (რკინადეფიციტური). რკინის გარდა, ფრჩხილები რეაგირებს სხვა მინერალების უკმარისობაზეც.

კითხვა: რა არის ქრონიკული აუტოიმუნური თირეოდიტი?

პასუხი: ეს არის ქრონიკული ანთებითი პროცესი ფარისებრ ჯირკვალში, აუტოიმუნური გენეზისის. გაცილებით ხშირია ქალებში (10-15-ჯერ), 40-50 წლის ასაკში.

კითხვა: უსაფრთხოა თუ არა მობილური ტელეფონის ჯიბით ტარება და ლაპარაკი?

პასუხი: მობილური ტელეფონი არის ელექტრომაგნიტური ტალღების წყარო. ხანგრძლივი საუბრის დროს თავის ტვინზე ხდება ამ ტალღებით ხანგრძლივი ზემოქმედება. ზემოქმედების ადგილას ტემპერატურა იწევს მაღლა, რაც ზრდის თავის ტვინის სიმსივნის განვითარების ალბათობას. ხანგრძლივად ითვლება კვირაში 15 წუთზე მეტი.

კითხვა: არსებობს ცხიმგროვის მედიკამენტური მკურნალობა?

პასუხი: ცხიმგროვის ოპტიმალური მკურნალობა – ქირურგიული მოშორებაა. მისი მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს.

კითხვა: რა არის „მზის ალერგია“?

პასუხი: ეს არის მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული გამონაყარი (ჭინჭრის ციების მაგვარი), რაც, შეიძლება იყოს ქრონიკული ინფექციის წყაროს გამოვლინება.

კითხვა: 5 თვეა, რაც თამბაქოს მოწევას დავანებე თავი. პერიოდულად მაქვს ნევროზულობა, გაღიზიანება, უხასიათობა, ძლიერი თავის ტკივილები. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?

პასუხი: მოწევაზე უარის თქმას თან სდევს დეპრესია. ხანგრძლივობა და გამოხატულება ინდივიდუალურია. ეფექტურია ფიზიკური დატვირთვის (სპორტი, სამუშაო) და პოლივიტამინების შეთავსება.

კითხვა: როგორია ლიმფური კვანძების ანთების მკურნალობა?

პასუხი: ლიმფადენიტის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები და ქირურგიული ჩარევა.

კითხვა: სამი წლის წინ მივიღე დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკი. მას შემდეგ მაწუხებს მუცლის შებერილობა. შეიძლება ამის განკურნება?

პასუხი: პირველ ყოვლისა, უნდა ჩააბაროთ განავალი დისბაქტერიოზზე, ანუ განსაზღვროთ, რა ბაქტერიები აკლია ნაწლავებს მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. დანიშნულება გასტროენტეროლოგმა უნდა გააკეთოს.

კითხვა: რა მედიკამენტები შეიცავს ფუტკრის შხამს?

პასუხი: ფუტკრის შხამი არის გარეგანი გამოყენების, სახსრების ანთების, ნევრალგიებისა და მიალგიების დროს. აქვს ანთების საწინააღმდეგო და მეორადი გამაყუჩებელი მოქმედება.

კითხვა: ამბობენ, რომ ბისეპტოლი ცუდად მოქმედებს პოტენციაზე და ზოგ ქვეყნებში მისი გამოყენება აკრძალულია. მართალია?

პასუხი: ბისეპტოლი განეკუთვნება სულფანილამიდებს. მისი გამომშვები ფარმაცევტული ფირმები გვერდით მოვლენებში არ აღნიშნავენ პოტენციის დაქვეითებას.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი