მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რა იწვევს ფეხების დაბუჟებას
2011-10-03
ნონა დათეშიძე


დაბუჟება, ანუ ფეხის კუნთების კრუნჩხვები ბევრს აწუხებს. როგორც წესი, ამას წინ უძღვის ფეხების ქრონიკული დაღლილობა, ფეხების ტკივილი, საღამოობით სიმძიმის შეგრძნება და ტერფების შეშუპება.
დაბუჟების გამომწვევ მთავარ მიზეზად სპეციალისტები ვენების ვარიკოზულ გაფართოებას, ბრტყელტერფიანობასა და ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობას ასახელებენ.
თუ ფეხები ძილში დაგიბუჟდათ, ნუ შეშინდებით: საწოლში ფრთხილად წამოჯექით, ფეხები იატაკზე დადგით და ნელ-ნელა წამოდექით. რამდენიმე წუთში სისხლის ცირკულაცია აღდგება და დაბუჟებაც გაივლის.
კარგია მასაჟიც. თანმიმდევრულად გაიკეთეთ მასაჟი ტერფებიდან მუხლამდე. შემდეგ დაწექით, ფეხები მოხარეთ და დროდადრო მაღლა ასწიეთ. ასე სისხლის მიმოქცევაც გაგიუმჯობესდებათ და განმეორებითი კრუნჩხვებისგანაც დაიზღვევთ თავს.